საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული, სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, სპორტის ექსპერტი - ირაკლი დოლაბერიძე დაინიშნა.
დოლაბერიძე მის ახალ მოადგილესთან - საქართველოს მორაგბეთა შვიდკაცა ნაკრების მენეჯერსა და კლუბ "ლოკომოტივის" მოთამაშე გიორგი ასათიანთან ერთად 1 ნოემბერს სამინისტროს უმაღლესი მიღწევების სპორტისა და მასობრივი სპორტის სამმართველოების თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სპორტის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა სამმართველოების თანამშრომლებს საკუთარი
ხედვა წარუდგინა და მათთან ერთად უახლოესი სამოქმედო გეგმა და სპორტულ ფედერაციებთან სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილა.
უახლოეს დღეებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი მოადგილეებს და სამინისტროს ახალი მმართველი გუნდის შემადგენლობასაც დაასახელებს.
msy.gov.ge