მოადგილეების პოსტს დაიკავებენ - ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა.
6 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა სამი მათგანი წარადგინა. რაც შეეხება გია რაფავას, რომელიც ცნობილი ქართველი მორაგბეა, ის ინგლისში ცხოვრობს და როგორც მინისტრმა აღნიშნა, თვის ბოლოს უკვე ჩამოვა თბილისში და სპორტის სამინისტროს გუნდს შეუერთდება.
ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატია. იყო ევროპის 2003 წლის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი, ფიდეს
რაც შეხება მეორე მოადგილეს, თამაზ თევზაძეს, ის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, დოცენტი, მუშაობდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტის დირექტორის თანამდებობაზე. იყო ოლიმპიური სახეობის ხელბურთის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი. არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი და წლების განმავლობაში არის საქართველოს წარმომადგენელი, საერთაშორისო ექსპერტი ევროპის ფედერაციაში.
რატი ბრეგაძე პროფესიით იურისტია. არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და სხვადასხვა პუბლიკაციისა და ნაშრომის ავტორი. აქვს დიდი გამოცდილება სამეცნიერო აქტივობებში.
"ინტერპრესნიუსი"