ქვემოთ პორნოინდუსტრიისა და ფეხბურთის კოლაბორაციასთან დაკავშირებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ამბებს გაგაცნობთ, რომლებიც, რა თქმა უნდა, ფოტოსურათებითაა დამშვენებული.
დიანა კობზანოვა
დიანა კობზანოვას 2001 წლის "მის ჩეხეთის" ტიტული ფოტოკამერების წინ გაშიშვლებისთვის ჩამოართვეს. ის მეორე ცოლი იყო ჩეხეთის ნაკრების მცველის, მარტინ იირანეკისა, რომელთანაც სამი წელი იცხოვრა.
განშორების მიზეზი ქმართან ერთად საცხოვრებლად რეჯო-დი-კალაბრიადან (იტალია) საცხოვრებლად მოსკოვში გადაბარგების საჭიროება გახდა.
დიანას სახელს სკანდალური ფოტოსესია უკავშირდება, რომელიც დაკლული ცხოველების ფონზე, ერთ-ერთი კალენდრისთვის გადაიღეს.
ფოტოსურათების ნახვით აღშფოთებული ცხოველთა დამცველების საამებლად დიანამ განაცხადა, რომ თავის ჰონორარს იმ კომპანიას გადაურიცხავდა,
რაც შეეხება ჩეხი ლამაზმანის საფეხბურთო "სისუსტეებს", არ მალავს, რომ აღფრთოვანებულია პაველ ნედვედით, დნება ფრანჩესკო ტოტის ერთი გამოხედვით, ალესანდრო დელ პიეროს მისთვის შეუფერებლად მიიჩნევს, ზინედინ ზიდანს გარეგნობას უწუნებს, დევიდ ბექჰემს კი - კბილებს.
კლარისა ლეონე
ამას წინათ "ინტერის" თავგადაკლულმა გულშემატკივარმა კლარისა ლეონემ საზოგადოება არა თავისი მორიგი "ცხელი" ვიდეოფილმით, არამედ მშობლიურ ჩეხეთში საკუთარი საფეხბურთო კლუბის შექმნის სურვილით გააოცა.
გავრცელებული ცნობების თანახმად, პორნოვარსკვლავის გუნდს აუცილებლად "ინტერი" უნდა რქმეოდა, ბაზა პრაღაში უნდა ჰქონოდა, ფორმა კი - შავ-ლურჯი შეფერილობისა.
"კმაყოფილი ვარ პორნოინდუსტრიაში ჩემი კარიერით, მაგრამ ყოველთვის მქონდა ოცნება - ვყოფილიყავი საფეხბურთო კლუბის მფლობელი. ვფიქრობ, ჩემი თაყვანისმცემლები ჩემს გუნდსაც გულმხურვალედ უქომაგებენ", - იკითხებოდა ინტერვიუში, რომელიც "სანმა" დაბეჭდა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მსახიობს არასწორად გაუგეს და საუბარი არა ახალ საფეხბურთო გუნდზე, არამედ მილანის "ინტერის" ჩეხურ ფანკლუბზე იყო.
"იტალიაში ყოფნისას მცირე ინტერვიუ "ინტერ ტვ"-ს მივეცი, სადაც ვთქვი, რომ ფეხბურთი მიყვარს, ვქომაგობ "ინტერს" და მინდა პრაღაში მისი ფანკლუბი დავაარსო, - განმარტა მოგვიანებით ლეონემ. - როგორც ჩანს, ნათქვამის აზრი თარგმნის დროს შეიცვალა და რეაქციამაც არ დააყოვნა. ინვესტორებისგან რამდენიმე წინადადებაც კი მივიღე, რომლებიც მზად იყვნენ, ჩემთან ერთად ნამდვილი კლუბი ჩამოეყალიბებინათ. ეგ კი არა, სხვადასხვა ქვეყნიდან რამდენიმე მოთამაშემაც დამირეკა, რომლებიც საკუთარ თავს მთავაზობდნენ".
ამერი იჩინოსე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის, შინჯი კაგავას მეგობარი გოგონა ამერი იჩინოსე სახელის მოხვეჭას მოდელის კარიერით ცდილობდა მანამ, სანამ 2006 წელს წინადადება არ მიიღო, თავი უფრო თამამ ჟანრში მოესინჯა.
ახალგაზრდებმა ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც იაპონელი ფეხბურთელი "ბორუსიაში" თამაშობდა.
დღეს კი მსახიობი შინჯის თამაშს თვალს "ოლდ ტრეფორდის" ოჯახური ლოჟიდან ადევნებს.
ვირჯინია კეპრისი
განსაკუთრებით პოპულარული ეს მსახიობი ევრო 2012-ის დროს გახდა.
ფრანგი ასული ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე პროგნოზებს აკეთებდა, გამარჯვებულის ვინაობასა და ანგარიშს კი თავის მკერდზე "აქვეყნებდა".
ვირჯინია კეპრისი ფეხბურთს თვალს მუდმივად ადევნებს, აგროვებს მაისურების კოლექციას და აგრძელებს ფსონების კეთებას - მაგალითად, ცოტა ხნის წინ 500 ევრო მოიგო პსჟ-ისთან "რენის" მოგებაზე.
კაროლინა აბრილი
როდესაც ევროპის ლიგაზე "ატლეტიკომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა, კაროლინა აბრილმა მეორე დღესვე "თვითერში" იკერ მუნიაინისა და ხავი მარტინესის კომპანიაში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
"მაშინ ბიჭებმა არცკი იცოდნენ, ვინ ვიყავი და რას ვსაქმიანობდი, - ჰყვება კაროლინა. - ამ ფოტოსურათებზე არაფერია ისეთი. უბრალოდ, იქ ასახულია ატმოსფერო და ადამიანების განწყობა, რომლებიც ბარბექიუზე შეიკრიბნენ - სადღაც, ოცამდე ვიყავით".
მარია ლაპიედრა
მარია ლაპიედრამ "ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას დაბადების დღე მერილინ მონროს სტილში (თუკი ეს შესაძლებელია) მიულოცა.
გასულ ზაფხულს კი, როდესაც 50 წლის პოლიტიკოსი კატალონიელთა ბოსად კვლავ არჩევისთვის ემზადებოდა, მისი მხარდასაჭერი კლიპი გადაიღო.
ესპანური წყაროები ასევე ირწმუნებიან, რომ თავის დროზე ლაპორტასა და ლაპიედრას გარკვეული რომანტიკული ურთიერთობა აკავშირებდათ, რომლის ინტიმურ ბუნებაზე წარმოდგენას შესაძლოა მარიას სიმღერიდან ამოღებული ეს ციტატაც გვიქმნიდეს:
"მამაკაცი, რომელიც კატალონიური ვნებითა და სიყვარულით აზანზარებდა ჩემს საწოლს".
ბრიჯიტა ბულგარი
ბრიჯიტა ბულგარი სწორედ ის პორნოვარსკვლავ-სტრიკერია, რომელმაც 2005 წლის ოქტომბერში სერია B-ს მატჩში "პიაჩენცა"-"კატანძაროს" შორის მოედანზე სტრინგისა და ჰალსტუხის ამარამ გაირბინა.
ტრიბუნებზე მყოფებს სეირი არ შეარგეს - წესრიგის დამცველებმა მალევე დააკავეს, ჩააცვეს და დააპატიმრეს.
ბრიჯიტამ არ მოისვენა და პოლიციის განყოფილებაშიც მოასწრო ოფიცერთან ერთად შიშვლად ფოტოგრაფირება.
შვედ-უნგრელი მსახიობი ქალი გაათავისუფლეს, თუმცა მეორე დღეს ის სურათები ყველა იტალიურ სპორტულ გაზეთში იყო გამოქვეყნებული.