მსოფლიო რეკორდი: ქართველმა ათლეტმა სატვირთო ყურით გაათრია [VIDEO]

AutoSharing Option
ქართველმა ათლეტმა ლაშა პატარაიამ 29 ნოემბერს მორიგი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. პატარაიამ 8 ტონისა და 280 კილოგრამის წონის სატვირთო მანქანა ცალ ყურზე მობმული თოკით 21 მეტრისა და 50 სმ-ის მანძილზე გაათრია.

მსოფლიო რეკორდი რუსთავის ავტოდრომზე დამყარდა. მას რეკორდსმენთა კავშირის, სპორტის სამინისტროს, ათლეტიზმის ფედერაციისა და ოლიმპიელთა კლუბის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რეკორდი სპეციალურმა კომისიამ დაამოწმა და უახლოეს მომავალში გინესის რეკორდების წიგნში აისახება.

Sportall.Ge

ლაშა პატარაიასთვის ეს რეკორდი რიგით მეშვიდეა. მისი წინა რეკორდებიც მძიმე წონების დაძლევას უკავშირდება. მათ შორის, პატარაიას ყურებით გათრეული აქვს ორი მიკროავტობუსი, სამხედრო
შვეულმფრენი და ამჯერად უკვე 8-ტონიანი სატვირთო ავტომობილი.

როგორც სპორტსმენი აცხადებს, ის ვარჯიშს განაგრძობს, საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას და საინტერესო, სანახაობრივი რეკორდების დამყარებას გეგმავს.

VideoSportall.Ge
ქართველმა ათლეტმა სატვირთო მანქანა ცალით ყურით გაათრია


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული