ნოემბერი. თვის მონაგარი

AutoSharing Option
2. რაგბი. ევროპის ჩემპიონატის ფინალში (მსოფლიო ელიტის შესარჩევი ეტაპი) საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიას 33:17 მოუგო.

2. რაგბი. ევროპის ჩემპიონატის ფინალში (ელიტის შესარჩევი ეტაპი), საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა პორტუგალიასთან 10:23 წააგო და მსოფლიო ალაფის საგზური ვერ მოიპოვა.

4. ფეხბურთი. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა შოტლანდიას 3:0 მოუგო და ელიტ-რაუნდის საგზური დაიმსახურა.

7. კალათბურთი. ევროჩელენჯის პირველ ტურში "არმია" სტუმრად ჰოლონის "ჰაპოელთან" დამარცხდა - 69:84.

7. კალათბურთი. NBA-ში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა: თორნიკე შენგელიამ პირველად ითამაშა "ბრუკლინ ნეთსის" რიგებში.

9-11. სამბო. ბელარუსში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გიორგი
ბაინდუროვმა (90 კგ) ოქროს მედალი მოიგო. ვერცხლის მედალი ლომერ ჟორჟოლიანმა (100) მოიპოვა. ბრინჯაო - ნუკრი ბერულავამ (52), ბესარიონ ბერულავამ (74) და ნიკო კუციამ (82). ქალთა შორის - ირინე ლეონიძემ (80).

11. ჩოგბურთი. ინდოეთის ქალაქ პუნეს ტურნირის (125 ათასი დოლარი) წყვილთა თანრიგი ოქსანა კალაშნიკოვამ მოიგო.

13. კალათბურთი. ევროჩელენჯის მე-2 ტურში "არმიამ" შინ "ანტვერპენთან" წააგო - 71:80.

17. რაგბი. ტესტ-მატჩში საქართველო იაპონიასთან 22:25 დამარცხდა.

18. კალათბურთი. გაიმართა ევრობასკეტ 2013-ის წილისყრა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან: ესპანეთი, სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი.

18. ჭადრაკი. 14-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ნინო ხომერიკმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

18-19. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა. უზბეკეთის "პრეზიდენტის თასზე" სერგო გოგისვანიძე (მძიმე წონა) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

18. ტანვარჯიში. ფედერაციის პრეზიდენტად კონსტანტინე ლაშხი აირჩიეს.

19. ნიჩბოსნობა. აკადემიური ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ ბეჟან ხურციძე აირჩიეს. კანოეს ფედერაციას კი დავით ქაცარავა უხელმძღვანელებს.

20. კალათბურთი. ევროჩელენჯის მე-3 ტურში "არმია" "ტელეკომს" ეწვია და 71:75 დამარცხდა.

22. ხელბურთი. ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე გახდა.

20. სროლა. ფედერაციის პრეზიდენტად კახა ბექაური აირჩიეს.

24. რაგბი. ტესტ-მატჩში საქართველო ფიჯისთან 19:24 დამარცხდა.

27. კალათბურთი. ევროჩელენჯის მე-4 ტურში "არმიამ" "ჰოლონს" უმასპინძლა და 72:79 წააგო.

27-28. თავისუფალი ჭიდაობა: გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი. ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ედიშერაშვილი (55 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (60), კონსტანტინე ხაბალაშვილი (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ელიზბარ ოდიკაძე (96) და გენო პეტრიაშვილი (120).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული