მაშინ საქართველოს ჩემპიონატის #1 მოთამაშის გამოსავლენად არაერთი სპეციალისტი გამოვკითხე და ძალიან გამიხარდა, რომ გიორგის საგაზეთო აღიარება კარიერაშიც წაადგა. თუმცა ისიც ცხადია, სპორტსმენს ისე არავინ აიყვანს, თუ მის შესაძლებლობებში სრულად არ არის დარწმუნებული. მით უმეტეს, როცა საქმე ცსკა-ს ეხება.
საქართველოში აღიარებულ სპორტსმენებს უცხოეთშიც სხვანაირად აფასებენ. თუმცა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: სწორედ გამოკითხვების შედეგად გვახსოვს,
მეტს აღარ განვაგრძობთ, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: სულ მალე "ლელოსა" და საიტ Sportall.ge-ს მკითხველს საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს 2012 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის გამოვლენაში.
შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენ მიერ ორგანიზებული ზედიზედ მეორე გამოკითხვა იქნება. შარშან "ლელოს" პრიზი მორაგბე მამუკა გორგოძეს გადაეცა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"