სპორტის სას­წავ­ლებ­ლის გამართულად აღ­დ­გე­ნა­ში შოტ­ლან­დი­ე­ლი გვეხ­მა­რე­ბა

AutoSharing Option
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რად იმ­ყო­ფე­ბა შოტ­ლან­დი­ე­ლი ექ­ს­პერ­ტი ჩარ­ლი რე­ბერ­ნი, რო­მე­ლიც თა­ვის ქვ­ე­ყა­ნა­ში სას­კო­ლო სპორ­ტის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და შოტ­ლან­დი­ის პარ­ლა­მენ­ტ­ში ინ­ტერ­პარ­ტი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რია.

ის სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რ­დო­ბის საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან კონ­სულ­ტა­ცი­ებს მარ­თავს სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბი­სა თუ სხვა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხებ­ზე.

12 დეკემბერს რე­ბერ­ნი მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლე თა­მაზ თევ­ზა­ძეს და სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ირაკ­ლი დო­ლა­ბე­რი­ძეს შეხ­ვ­და, 13 დეკემბერს კი აუდიენ­ცია მი­ნისტრ ლე­ვან ყი­ფი­ან­თან ჰქონ­და.

შეხ­ვედ­რას თევ­ზა­ძე, დო­ლა­ბე­რი­ძე, პრო­ფე­სო­რი გუ­რამ ძა­­გა­ნია და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის შოტ­ლან­დი­ე­ლი კონ­სულ­ტან­ტი რი­ჩი დიქ­სო­ნიც ეს­წ­რე­ბოდ­ნენ, სა­უბ­რის თე­მა კი სპორ­ტის აკა­დე­მი­ის
აღ­დ­გე­ნა და ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა იყო.

ამ უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის აღ­დ­გე­ნა უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლია და ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კითხია. სადღე­ი­სოდ სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის, მმარ­თ­ვე­ლო­ბი­თი სის­ტე­მი­სა თუ ამ­გ­ვა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის შე­ჯე­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ამ კუთხით გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზიც არ­სე­ბობს, სა­ხელ­წო­დე­ბის შეც­ვ­ლა კი უკ­ვე გა­დაწყ­ვე­ტი­ლია - აკა­დე­მი­ის ნაც­ვ­ლად მას სპორ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტი დაერ­ქ­მე­ვა, რაც რან­გ­სა და სტა­ტუსს აუმაღ­ლებს.

სპორ­ტის მმარ­თ­ველ­თა სურ­ვი­ლია, სას­წავ­ლე­ბელ­მა აკ­რე­დი­ტა­ცია ამ ზაფხულ­ში­ვე გა­ი­ა­როს და სექ­ტემ­ბერ­ში უკ­ვე პირ­ვე­ლი ნა­კა­დიც მი­ი­ღოს. ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად მო­ეს­წ­რე­ბა.

სა­მი­ნის­ტ­როს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან ჩარ­ლი რე­ბერ­ნის 13 დეკემბრის შეხ­ვედ­რაც უნი­ვერ­სი­ტე­ტის ამუ­შა­ვე­ბის სა­კითხს და­ეთ­მო. სტუ­მარ-მას­პინ­ძელ­მა ერ­თურ­თ­ში ჯერ და­ხუ­რულ კარ­ს ­მიღ­მა ისა­უბ­რეს, მე­რე კი მე­დი­ის­თ­ვის ბრი­ფინ­გი გა­იმარ­თა.

ლე­ვან ყი­ფი­ა­ნი: "მო­გეხ­სე­ნე­ბათ, პრი­ო­რი­ტე­ტად და­ვი­სა­ხეთ სპორ­ტის აკა­დე­მი­ის, ანუ სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის აღ­დ­გე­ნა, რა­თა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­უბ­რუნ­დეს უმ­აღ­ლე­სი სპორ­ტუ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი.

ამ კუთხით ვდგამთ ნა­ბი­ჯებს და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის - რაგ­ბის კავ­ში­რის, პი­რა­დად რი­ჩი დიქ­სო­ნის დახ­მა­რე­ბით ჩა­მობ­რ­ძან­და ფი­ზი­კუ­რი აღ­ზ­რ­დის კონ­სულ­ტან­ტი რე­ბერ­ნი, რო­მე­ლიც გვაძ­ლევს პირ­ვე­ლი ეტა­პის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ რჩე­ვებს.

ცხა­დია, ჩვენც გვაქვს გარ­კ­ვე­უ­ლი ხედ­ვა, ბა­ტონ გუ­რამ ძა­გა­ნი­ას და ირაკ­ლი დო­­ლა­ბე­რი­ძის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით შექ­მ­ნი­ლია სა­კონ­სულ­ტა­ციო ჯგუ­ფი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც და­ი­სა­ხა სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აკა­დე­მი­ის სწრა­ფად აღ­სად­გე­ნად და მი­სი რე­გი­ო­ნული მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სას­წავ­ლებ­ლად გარ­და­საქ­მ­ნე­ლად.

ამ პრო­ცეს­ში ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი მე­გობ­რე­ბის კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე პრო­ექ­ტი გა­ვი­ტა­ნეთ, რა­თა რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ლე აღ­ვად­გი­ნოთ აკა­დე­მია. ზუს­ტი ვა­დე­ბი სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში დად­გინ­დე­ბა, მაგ­რამ გვინ­და, ზაფხულ­ში აკ­რე­დი­ტა­ცია მო­ეს­წ­როს".


ჩარ­ლი რე­ბერ­ნი: "ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სტუმ­რო­ბა. მი­ნის­ტ­რ­თან შეხ­ვედ­რი­სას დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დიდ მნ­იშ­ვ­ნე­ლო­ბას ანი­ჭებს ამ სას­წავ­ლებ­ლის აღ­დ­გე­ნას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ღალ­კ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ჯგუ­ფია შექ­მ­ნი­ლი.

მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მცი­რე წვლილს მეც შე­ვი­ტან და ქარ­თ­ველ კო­ლე­გებს ჩემს გა­მოც­დი­ლე­ბას გა­ვუ­ზი­ა­რებ, თუ ეს მათ გა­მო­ად­გე­ბათ".


გუ­რამ ძა­გა­ნი­ას, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­ყო­ფი­ე­რად მუ­შა­ობ­და სპორ­ტის აწ უკ­ვე ყო­ფილ აკა­დე­მი­ა­ში, მცი­რე ინ­ტერ­ვიუ ჩა­მო­ვარ­თ­ვით.

- თქვე­ნე­უ­ლი მო­დე­ლი რას ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­გო­რი ფორ­მით აღ­დ­გე­ბა აკა­დე­მია?
- გა­დაწყ­ვე­ტი­ლია, რომ ეს იქ­ნე­ბა სამ­სა­ფე­ხუ­რი­ა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი და არა აკა­დე­მია. პირ­ვე­ლი სა­ფე­ხუ­რი მო­ი­ცავს ოთხ­წ­ლი­ან ბა­კა­ლავ­რი­ატს, მე­ო­რე - ორ­წ­ლი­ან მა­გის­ტ­რა­ტუ­რას და მე­სა­მე - სამ­წ­ლი­ან დოქ­ტუ­რან­ტუ­რას.

ეს უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე, ევ­რო­პუ­ლი მო­დე­ლია. რად­გან სა­ქარ­თ­ვე­ლო 2005 წლი­დან მი­ერ­თე­ბუ­ლია "ბო­ლო­ნი­ის პრო­ცეს­ზე", აუცი­ლებ­ლად უნ­და ჩავ­ჯ­დეთ გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პულ მო­დელ­ში. უნ­და მი­ვაღ­წი­ოთ იმას, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტი გახ­დეს ევ­რო­პუ­ლი დო­ნის.

- მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბა­ზა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია? ალ­ბათ, ბევ­რიც გა­ნად­გურ­დე­ბო­და...
- სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძი­რი­თა­დი ბა­ზა გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი არაა, მხო­ლოდ რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბია და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ რაც გვაქვს, უკ­ლებ­ლივ გვიბ­რუნ­დე­ბა. დღეს მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე დამ­ტ­კიც­და პრო­ექ­ტი, გა­მო­ი­ყო­ფა თან­ხა და და­იწყე­ბა ბა­ზის აღ­დ­გე­ნა.

გვპირ­დე­ბი­ან, რომ უმოკ­ლეს დრო­ში მო­ეს­წ­რე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. გვინ­და, რომ და­ახ­ლო­ე­ბით მარ­ტის ბო­ლომ­დე გა­ვი­ა­როთ აკ­რე­დი­ტა­ცია, რა­თა ივ­ლის­ში უკ­ვე გა­მოც­დე­ბი ჩა­ვა­ტა­როთ და სექ­ტემ­ბერ­ში სწავ­ლა და­ვიწყოთ.

- ბრძა­ნეთ, რომ ევ­რო­პუ­ლი ტი­პის სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­კეთ­დე­ბა. ანუ ის ად­რინ­დე­ლი­ვით მხო­ლოდ მწვრთნელ-მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბით არ იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი და უფ­რო ევ­რო­პულ მო­დელ­ზე გა­და­ვა, ფარ­თოდ გა­იშ­ლე­ბა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა.
- აუცი­ლებ­ლად, თუმ­ცა მსგავ­სი მუ­შა­ო­ბა ად­რეც იყო ჩვენს აკა­დე­მი­ა­ში. აქ იქ­ნე­ბა რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის, ისე სპორ­ტ­ს­მე­ნის მომ­ზა­დე­ბა. გვინ­და, ამ ფა­კულ­ტე­ტე­ბის გარ­და იყოს პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის ფა­კულ­ტე­ტი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კურ­სე­ბი, რა­თა ევ­რო­პულ სტან­დარ­ტებს მო­ვერ­გოთ.

სხვა­ნა­ი­რად ვერც აკ­რე­დი­ტა­ცი­ას გა­ვივ­ლით და ვერც ისეთ კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტებს გავ­ზ­რ­დით, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­შიც იმუ­შა­ვე­ბენ. თუმ­ცა ად­რინ­დელ აკა­დე­მი­ას ავ­ტო­რი­ზა­ცია არ სჭირ­დე­ბო­და, მის დიპ­ლომს ყველ­გან ც­ნობ­დ­ნენ და აღი­ა­რებ­დ­ნენ.

- ამ ხუთ­წ­ლი­ან­მა პე­რი­ოდ­მა, რაც აკა­დე­მი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ გა­ვი­და, დი­დი და­ღი და­ას­ვა ქარ­თულ სპორტს...
- ძა­ლი­ან დი­დი! თუნ­დაც მარ­ტო ის აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ მა­შინ­დე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი აღარ­ცაა ცოცხა­ლი, ნერ­ვი­უ­ლო­ბას გა­დაჰ­ყ­ვ­ნენ! ამ 5-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დის ავ­ბე­დი­თი კვა­ლი ახ­ლაც ჩანს, მაგ­რამ 2-3 წლის მე­რე კი­დევ უფ­რო ცხა­დად დაგ­ვეტყო­ბა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული