გულშემატკივართა რჩეულია 32 წლის ველომრბოლელი ბრედლი უიგინსი, რომელიც წელს პირველი ბრიტანელი გახდა ისტორიაში, ვინც ტურ დე ფრანსი მოიგო. გარდა ამისა, მის ანგარიშზეა ლონდონის ოლიმპიადის ოქრო დროზე განცალკევებით რბოლაში.
უიგინსს პრიზი კემბრიჯის ჰერცოგინიამ კეტრინ მაუნბატენ-ვინძორმა და ფეხბურთელმა დევიდ ბექჰემმა გადასცეს.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა შვიდჭიდში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯესიკა ენისმა, მესამეზე გავიდა ჩოგბურთელი ენდი მიურეი.
სრულად BBC-ის ვერსიით ბრიტანული ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ბრედლი უიგინსი - 492 064 ხმა
2. ჯესიკა ენისი - 372
3. ენდი მიურეი - 230 444
4. მო ფარა - 131 327
5. დევიდ უეირი - 114 633
6. ელი სიმონდსი - 102 894
7. კრის ჰოი - 42 961
8. ნიკოლა ადამსი - 35 560
9. ბენ ეინსლი - 35 373
10. რორი მაკილროი - 29 729
ცერემონიაზე სხვა პრიზების მფლობელებიც გამოვლინდნენ:
წლის უცხოელი სპორტსმენი: უსაინ ბოლტი
წლის მწვრთნელი: დეივ ბრეილსფორდი (ველოსპორტი)
წლის გუნდი: ბრიტანეთის ოლიმპიური ნაკრები
ცერემონიას ბევრი ცნობილი ადამიანი დაესწრო. საპატიო სტუმრებს შორის იყო ქართული წარმოშობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც მეუღლესთან - ჯეიმს ტოუსლენდთან ერთად პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე.
მუსიკოსმა ტოუსლენდთან აგვისტოში იქორწინა. ეს უკანასკნელი მოტოსამყაროში ცნობილი ადამიანია - მას ორჯერ (2004, 2007) აქვს მოგებული სუპერბაიკში მსოფლიოს ჩემპიონატი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"