გერმანიის წლის ათლეტად მაგდალენა ნოიერი დასახელდა

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენში გაიმართა გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია.

ქალებს შორის ზედიზედ მეორედ წლის ათლეტი გახდა ბიატლონისტი მაგდალენა ნოიერი. გამოკითხვაში მეორე ადგილზე გავიდა ჩოგბურთელი ანჟელიკ კერბერი, მესამეზე - მძლეოსანი ლილი შვარცკოფი.

წელს ნოიერმა მსოფლიოს თასი მოიგო და ამის შემდეგ გამოაცხადა აქტიური კარიერის დასრულების შესახებ. მაგდალენა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს 12-გზის ოქროსმედალოსანია. ასევე, მას სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს თასის "დიდი ბროლის გლობუსი".

კაცებს შორის წლის სპორტსმენი გახდა მძლეოსანი რობერტ ჰარტინგი, წლის გუნდად დასახელდა ნიჩბოსნობაში გერმანიის ნაკრები რვაადგილიანი ნავებით
რბოლაში. მან ლონდონის ოლიმპიადაზე ოქრო მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული