ეს კომპანია უკვე არის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი - პირველი ლიგის სპონსორია, უზრუნველყოფს ოცდაოთხივე გუნდის ეკიპირებას; ახლა კი უკვე სპორტის სამინისტროსთანაც დაიჭერს საქმეს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სპორტის მინისტრმა ლევან ყიფიანმა და კომპანიის ხელმძღვანელმა რიხარდ სალერმა.
ამ გერმანული კომპანიის პარტნიორია "იბერია ბიზნეს ჯგუფი", რომლის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო წრეებში საკმაოდ ცნობილი ფიგურაა და 18 დეკემბერს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ასეთი თანამშრომლობა სასარგებლო იქნება როგორც
ლევან ყიფიანმა კი აღნიშნა:
"სასიხარულოა, რომ ჩვენთან დასავლეთევროპული კომპანია შემოვიდა. ეს მემორანდუმი არაერთი ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი. მადლობა ბატონ რიხარდ სალერს ასეთი პარტნიორობისთვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"