ამერიკელი ოლიმპიელი ქალი ელიტური სექსმუშაკი გახდა - 600$ საათში

AutoSharing Option
ამერიკელი მძლეოსანი სიუზი ფეივორ ჰემილტონი, რომელსაც სამ ოლიმპიურ თამაშზე (ბარსელონა 1992, ატლანტა 1996, სიდნეი 2000) დაუცვია ქვეყნის სახელი, ბოლო წლებში პროსტიტუციით იყო დაკავებული.

დიახ, ქმარ-შვილის პატრონი, 44 წლის ქალბატონი სიუზი 2011 წლის დეკემბრიდან ელიტური, მაღალანაზღაურებადი სექსმუშაკი გამხდარა. როგორც ირკვევა, ჰემილტონი კლიენტებს კელის სახელით ეცნობოდა, მომსახურებაში კი საათში 600 დოლარს იღებდა.

"მე მსხვერპლი არ ვარ, - აქვეყნებს ჰემილტონის სიტყვებს გამოცემა The Smoking Gun, რომელიც თავის არცთუ საამაყო საქმიანობაში არავის ადანაშაულებს. - ეს დიდი შეცდომა იყო, თუმცა თავ
ისებური ხიბლიც ჰქონდა".


Sportall.Geმძლეოსანმა არც ის დამალა, რომ ქმარი, რომელმაც მისი "საქმიანობის" შესახებ ყველაფერი იცოდა, პროსტიტუციისთვის თავის დანებებას გამუდმებით სთხოვდა.

რაც ყველაზე საინტერესოა, სპორტსმენს სექსმუშაკობა ფულის შოვნის სურვილით სულაც არ დაუწყია, რადგა მას და მის ქმარს საკმაოდ წარმატებული ბიზნესი ჰქონიათ.

ესკორტ-მომსახურების საიტზე განთავსებულ ჰემილტონის "ანკეტაში" ეწერა, რომ თავიდან ის ამ საქმიანობით მხოლოდ მოკლე დროით აპირებდა დაკავებას, თუმცა შემდეგ "გაუტკბა" და კლიენტთა მომსახურებას კვლავაც აგრძელებს.

Sportall.Ge Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა გაგიჭირდა ასეთი, შე დალოცვილო.. ისე, ამაზეა ის ანეკდოტი: ექიმო, ცნობა მომეცი, ავადმყოფი რომ ვარ, თორემ მეზობლები ბოზს მეძახიანო:)
giorgi
10:12 22-12-2012
0
სექსმუშაკი რა უბედურებაა? მაგას ქართულად **** ქვია!
Giorgipirweli
10:44 22-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული