გიორგი დემეტრაძე გაათავისუფლეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12-ე დაწესებულება უკვე დატოვა. 

ის ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს. დემეტრაძემ ციხიდან გამოსვლისას პირველი კომენტარიც გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის დღემდე უცნობია თუ რა მიზეზით იჯდა ციხეში.

"ძალიან აღელვებული ვარ დღევანდელი მომენტით. იმედი მაქვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა პატიმრებიც დატოვებენ. აქ ძალიან ბევრი ავადმყოფი და უკანონო პატიმარია.

რაც შეეხება ჩემს დაკავებას, მე დღემდე არ ვიცი, რეალურად რის გამო ვიჯექი ციხეში",
- აღნიშნა გიორგი დემეტრაძემ.

მისივე თქმით, ციხეში ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, თუმცა ფიზიკურ ზეწოლას
ადგილი არ ჰქონია.

როგორც დემეტრაძემ აღნიშნა, ეს მიდგომა ციხეში ბოლო პერიოდში შეიცვალა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს გადაწყვეტილი, მისი შემდგომი საქმიანობა სად გაგრძელდება.

ამასთან, დემეტრაძეს დაუსვეს კითხვა, აპირებს თუ არა ის ფეხბურთში დაბრუნებას, თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამაზე ჯერჯერობით არ უფიქრია.

შეგახსენებთ, რომ დემეტრაძე ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის 2010 წელს დააპატიმრეს. ხოლო შემდეგ ფეხბურთელი პოლიტპატიმრად გამოაცხადეს.

VideoSportall.Ge
გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების #12 დაწესებულება დატოვა

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ სპორტსმენს ციხესთან ათობით გულშემატკივარი დახვდა. ერთ-ერთმა, ქართული ფეხბურთის ცნობილმა ქომაგმა ოთარ მამასახლისმა ყოფილ ფეხბურთელს ლექსიც მიუძღვნა (იხილეთ ვიდეო)

ipn.ge

ასევე იხილეთ:
გიორგი დემეტრაძე: სააკაშვილს ციხეში ადგილი გამზადებული აქვს - "საქათმეში"
ერთი კვირის ათასი წვრილმანი: შენახული ენერგია
მკითხველის კომენტარები / 5 /
დემეტრაძეს ვულოცავთ თავისუფლებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
mimi
14:26 13-01-2013
0
სიხარულის ცრემლები წამომივიდააა
0

სიახლეები პოპულარული