ვერსია: "დედ ჰასანი" სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის გამო მოკლეს!

AutoSharing Option
ფოტოსურათზე: დედ ჰასანი და პუტინი - რუსეთის პრეზიდენტის სკანდალური ფოტოსურათი "კანონიერ ქურდთან" (თეთრ ქურთუკში)

რუსული მასმედიის ვერსიით, ცნობილი რუსი კრიმინალური ავტორიტეტის, ასლან უსოიანის, მეტსახელად "დედ ჰასანის" მკვლელობას შესაძლოა იმ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის კონფლიქტი მოჰყვეს, რომლებიც სოჭში ოლიმპიური ბიზნესის გაკონტროლებას იმედოვნებენ.

ეს ვერსია ეფუძნება მანამდე რუსულ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 2008 წელს "ქურდულმა სხოდკამ" უსოიანს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის სამზადისის გაკონტროლების უფლება არგუნა.

"რეგნუმ.რუს" ცნობით, კრასნოდარის მხარე უსოიანის "განკარგულებაში" გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ითვლებოდა. კრიმინალურმა ავტორიტეტებმა კი მიიჩნიეს, რომ ოლიმპიადის
ბიზნესიდან "დედ ჰასანის" ჩამოცილებით "ობშიაკის" ასეულ მილიონობით დოლარით შევსებას შეძლებენ.

სწორედ ამის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ "კანონიერ ქურდზე" განხორციელებული თავდასხმა სოჭის ოლიმპიადისთვის სპორტული ობიექტების მშენებლობების "კონტროლის" უფლებებზე ბრძოლასაც უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ "დედ ჰასანზე" თავდასხმა 16 იანვარს, მოსკოვის ცენტრში განხორციელდა. რესტორნიდან გამოსულ კრიმინალურ ავტორიტეტს ქილერმა თავში სასიკვდილოდ ესროლა.

მომზადებულია sport.bigmir.net-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სურათზე არაა დედ ხასანი ტყუილია
nika
21:26 18-01-2013
0
სურატსე სულ სხვა პიროვნებაა.რუსულმა პრესამაც უარყო.
ჯ.ჩ.
23:04 18-01-2013
0

სიახლეები პოპულარული