ეგვიპტეში საფეხბურთო ხულიგნებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
ეგვიპტის სასამართლომ 21 ბრალდებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. კერძოდ, 21 ადამიანი დამნაშავედ სცნეს გასული წლის თებერვალში, ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მომხდარ არეულობაში, რომელსაც 74 ადამიანი ემსხვერპლა.

გულშემატკივრებს შორის მასობრივი შეტაკება ეგვიპტის ქალაქ პორტ სეიდში, ამავე სახელწოდების სტადიონზე ადგილობრივი "ალ მასრისა" და ქაიროს "ალ აჰლის" მატჩის დროს მოხდა.

სასამართლო საქმესთან დაკავშირებით სულ 73 ბრალდებულის საქმეს განიხილავდა. დანარჩენებს განაჩენს 9 მარტს გამოუტანენ.

VideoSportall.Ge
სისხლისმღვრელი ფეხბურთი ეგვიპტეში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული