ამის შესახებ 30 იანვარს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარემ, პალიკო კასრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს სპორტსმენები არიან - ძიუდოისტი თენგიზ პაპოშვილი, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესარიონ გუჩაშვილი, ძიუდოისტი ირაკლი ცირეკიძე, მკლავჭიდელი მერაბ კაკაბაძე, ასევე მკლავჭიდში მოასპარეზე ირაკლი გამთენაძე, შოთა ომარაშვილი (ფაუერლიფტინგი), მორაგბე მიხეილ სუჯაშვილი, მძლეოსანი ბენიკ აბრამიანი და ასევე, გიორგი შეყლაშვილი (ფაუერლიფტინგი).
პალიკო კასრაძის განცხადებით, სპორტსმენებს დაეკისრათ ორწლიანი დისკვალიფიკაცია. ასევე, მათ ჩამოერთმევათ ყველა ის ტიტული, რომელიც ამ პერიოდში
"სამწუხაროა, რომ წარსულის მეტად მძიმე გამოცდილების მიუხედავად, როცა სწორედ დოპინგის მიღების გამო ჩვენი რამდენიმე ცნობილი და პერსპექტიული სპორტსმენი სამუდამოდ ან რამდენიმე წლით ჩამოშორდა აქტიურ სპორტს, ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია.
დოპინგის გამოყენების ფაქტების მზარდი და მეტად საგანგაშო სტატისტიკა გვარწმუნებს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს და გაფართოვდეს ანტიდოპინგური საქმიანობა;
გატარდეს კონკრეტული პრევენციული ზომები, რათა მაქსიმალურად გამოირიცხოს აკრძალული ნივთიერებების და პროცედურების გამოყენება. ასევე, აუცილებლად მიგვაჩნია დოპინგის მიღების ყოველი ფაქტის გამომზეურება, ადეკვატური სანქციის დაწესება და ამ თემაზე ფართო დისკუსია", - განაცხადა კასრაძემ.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი კი, თავის მხრივ, მოუწოდებს სპორტულ ფედერაციებს და კლუბებს, სპორტული გუნდების ექიმებს, მწვრთნელებსა და სპორტსმენებს, ზუსტად შეასრულონ მსოფლიოს ანტიდოპინგური კოდექსის მოთხოვნები და დაიცვან პატიოსანი შეჯიბრებების წესები.
ipn.ge