Harlem Shake "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელების შესრულებით [VIDEO]

AutoSharing Option
Harlem Shake ახალი Gangnam Style-ია, ვირუსული ვიდეო, რომელსაც ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს და ყველა, ვისაც არ ეზარება, ცეკვის საკუთარ ვერსიას იღებს.

ინგლისის პრემიერლიგის კლუბმა "მანჩესტერ სიტიმ" Harlem Shake-ის საკუთარი ვერსია გადაიღო.

ვიდეორგოლის გადაღებაში კლუბის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა ედინ ჯეკომ, ჯო ჰარტმა, ჯეიმს მილნერმა, ჯოლეონ ლესკოტმა, მიკა რიჩარდსმა, სკოტ სინკლერმა და ალექსანდრ კოლაროვმა მიიღეს.

Harlem Shake 1981 წელს ნიუ იორკში, ჰარლემის რაიონში შექმნილი ცეკვაა, რომელიც საკმაოდ უცნაური მოძრაობებით ხასიათდება. მუსიკის ახალი ვერსია 22 წლის DJ Baarue-ს რემიქსია, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა.

ადამიანების ჯგუფმა გააკეთა ერთი ვიდეო, ახლა კი 15 ათასი მსგავსი ვიდეო არსებობს. Harlem Shake იმითაა პოპულარული, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მსგავსი რამის გაკეთება.

VideoSportall.Ge
Harlem Shake მანჩესტერ სიტის ფეხბურთელების შესრულებით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული