წავი ედი "სლემ-დანქების" ოსტატია [VIDEO]

AutoSharing Option
ორიგონის ზოოპარკში მცხოვრები წავი, სახელად ედი, კალათბურთის დიდი მოყვარულია.

ერთი წლის წინ ცხოველს ზედა კიდურებში ართრიტი აღმოაჩნდა. ექიმის რჩევა იყო, ცხოველს რაც შეიძლება, უფრო აქტიური ცხოვრების სტილი ჰქონოდა.

ზოოპარკის თანამშრომლებმა კრეატიული გადაწყვეტილება მიიღეს და ედის კალათბურთის თამაში დააწყებინეს.

ახლა წავი კალათბურთსაც მშვენივრად თამაშობს და ართრიტიც ნაკლებად აწუხებს. თუმცა ეს მისთვის არამხოლოდ გართობაა - ყოველი ჩაგდებული ბურთისთვის ედის თევზით უმასპინძლდებიან.

VideoSportall.Ge
წავი ედი სლემ-დანქების ოსტატია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული