ლადო ვარძელაშვილის სახლში მამაკაცი ტყვიამ იმსხვერპლა

AutoSharing Option
თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, 26-ა-ში წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი ტყვიამ იმსხვერპლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნულ მისამართზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ცხოვრობს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 45 წლის მამაკაცი, გვარად სირაძე, რომელიც საბერძნეთიდან გუშინ დაბრუნდა, ადრე კი სპორტის სამინისტროში მუშაობდა.

წინასწარი ვერსიით, მამაკაცი შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მომხდარის მიზეზები და მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევას კრიმინალური პოლიცია იძიებს.

"ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნუცუბიძის ქუჩაზე იმყოფება და ახალ ინფორმაციებს უახლოეს ხანში გავავრცელებთ.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული