არსებული ინფორმაციით, ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის გამო ლადო ვარძელაშვილი უკვე დაიკითხა

AutoSharing Option
ნუცუბიძის ქ.#26 ა-ში მომხდარი შემთხვევის გამო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი უკვე დაიკითხა.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ნუცუბიძის ქუჩიდან იუწყება, ეს ინფორმაცია ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა კიდევ რამდენიმე ახალი დეტალი - მოკლულია ლადო ვარძელაშვილის მეგობარი, 45 წლის დევი სირაძე, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა.

წინასწარი ინფორმაციით, უკვე დაკავებულია პირი, რომელსაც ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი გაუვარდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლადო ვარძელაშვილის სახლში ერთ-ერთი მეგობრის საბერძნეთიდან ჩამოსვლას აღნიშნავდნენ, რა დროსაც
უცხოეთიდან დაბრუნებულ პირს იარაღი გაუვარდა და დევი სირაძე დაიჭრა.

გამოძახებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს აღნიშნულ მისამართზე სირაძე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, პირი, რომელსაც იარაღი გაუვარდა, უკვე დაკავებულია.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

ლადო ვარძელაშვილის სახლში მამაკაცი ტყვიამ იმსხვერპლა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული