16 წლის სპორტსმენი ციგით დაშვებისას სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
16 წლის ჩელიაბინსკელი სპორტსმენი ციგით დაშვების დროს სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს, როგორ იღებს სტარტს გლებ სკაშკოვი და იწყებს ყინულის ტრასაზე დაშვებას.

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ მოულოდნელად სპორტსმენი კონტროლს კარგავს და ციგაზე გამობმული 100 კმ/სთ სიჩქარით ტრასაზე მიჰქრის.

სპორტსმენი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ახალგაზრდას ტვინის შერყევა დაუდგინდა.

ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ 16 წლის სკაშკოვი მწვრთნელის დაუდევრობის გამო დაზარალდა.

VideoSportall.Ge
16 წლის სპორტსმენი ციგით დაშვებისას სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული