გიორგიმ გარკვეული პერიოდი "ბარსელონას" აკადემიაში გაატარა, შემდეგ ჰოლანდიის ერედივიზიეს გუნდ არნემის "ვიტესში" თამაშობდა.
ამჟამად ჭანტურია ვლადიკავკაზის "ალანიას" რიგებში იჯარით ირიცხება, თუმცა მისი სატრანსფერო უფლებები კვლავ "ვიტესს" ეკუთვნის.
გიორგი ჭანტურიამ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციაში" საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.
მკითხველი:
- აპირებ თუ არა ზაფხულში "ვიტესის" საბოლოოდ დატოვებას და თუ ისევ ერედივიზიონის გუნდიდან შემოთავაზება გექნება, განიხილავ?
- ძალიან მინდა, რომ "ვიტესი" სამუდამოდ დავტოვო და არც ვფიქრობ იქ დაბრუნებაზე. რა თქმა უნდა, თუ იქნება
მკითხველი:
- პირველ რიგში, გამარჯობა, გიორგი! ახლა კი, როგორც ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს, ასევე მეც მაინტერესებს, თუ რა გაქვს მომავალში გეგმაში - "ვიტესში" დაბრუნდები თუ სხვა რომელიმე გუნდში გააგრძელებ კარიერას. მე მგონი, ყველას აინტერესებს და გვინდა, რომ უკეთეს გუნდსა და ლიგაში გიხილოთ. შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, იმსახურებ და შეგიძლია ეს. მადლობა ადმინისტრაციას, რომ საშუალებას გვაძლევს ასეთი კითხვა-პასუხისას...
- უკვე ვთქვი, რომ ძალიან არ მინდა "ვიტესში" დაბრუნება და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ იქ არ დავბრუნდე. ჩემს მომავალ გეგმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, მიზანი ევროპაში დაბრუნება და კარგ ჩემპიონატში, ნორმალურ გუნდში თამაშია.
მკითხველი:
- გამარჯობა, გიორგი! მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ნიჭის პატრონი ხარ, მაგრამ აუცილებელია ამ ნიჭის გამოყენება. შენი საფეხბურთო კარიერა აშკარად უკეთესის იმედს გვიტოვებს და ნაღდად გვეგონა, რომ უფრო მოუმატებდი. შენივე თქმით, "ბარსელონა" 2-წლიან კონტრაქტს გთავაზობდა და უარი თქვი. ასაკით ნაღდად პატარა იყავი და რატომ იუარე "ბარსელონაში" დარჩენა? განა "ბარსელონაზე" უკეთესი გუნდი შეიძლება ინატროს ფეხბურთელმა?!
- ძალიან კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. ცოტა ხნის წინ ინტერვიუ მქონდა გაზეთ "სპორტ-ექსპრესთან" და იქ არასწორად თქვეს ამ კითხვასთან დაკავშირებით ჩემი პასუხი.
მე ვთქვი, როდესაც "ბარსელონამ" 2-წლიანი კონტრაქტი შემომთავაზა, ის ორი წელი მე უნდა გამეტარებინა მეორე გუნდში. მე კიდევ პროფესიონალური ფეხბურთის თამაში მსურდა.
ამ დროს გამოჩნდა მერაბ ჟორდანია, რომელიც "ჩელსის" პირველი გუნდის კონტრაქტს შემპირდა.
შემდეგ ჩამოვედი თბილისში და "ჩელსიდან" მართლაც გამოგზავნეს კონტრაქტი, რის შემდეგაც "ბარსელონას" უარი ვუთხარი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოვტყუვდი და "ვიტესთან" მომაწერინეს ხელი...
ეს იყო და ეს და დღემდე მაინტერესებს, "ჩელსის" ის კონტრაქტი, რომელიც სახლში მაქვს, ნამდვილად "ჩელსიდან" გამოაგზავნეს თუ ჟორდანიამ თვითონ შეადგინა.
* * *
გიორგი ჭანტურიას სრული ინტერვიუს ნახვა, სადაც ის გულშემატკივრების კითხვებს პასუხობს, შეგიძლიათ "ინტერნეტკონფერენციაში".