"იუვენტუსისა" და "სელტიკის" ფანებმა ერთმანეთში შარფები გაცვალეს [VIDEO]

AutoSharing Option
6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩები გაიმართა.

ტურინში "იუვენტუსმა" გლაზგოს "სელტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

"სელტიკისგან" სენსაციას არავინ ელოდა, რადგან საკუთარ კედლებში დიდი ანგარიშით (3:0) წაგების შემდეგ შოტლანდიელებს წარმატების ძალიან მცირე შანსი ჰქონდათ.

მერვედფინალის შემდეგ ძალიან საინტერესო ვიდეო გავრცელდა ინტერნეტსივრცეში, სადაც მატჩის დასრულების შემდეგ "იუვენტუსისა" და "სელტიკის" ფანებმა ერთმანეთში საკუთარი კლუბების შარფები გაცვალეს.

აღსანიშნავი და დასაფასებელია, რომ ფეარ პლეის წესი არა მხოლოდ მოედანზე, არამედ ტრიბუნაზეც მოქმედებს.

VideoSportall.Ge
იუვენტუსისა და სელტიკის ფანებმა ერთმანეთში შარფები გაცვალეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული