საქართველოში "სპორტული არბიტრაჟი" შეიქმნება

AutoSharing Option
13 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძე სპორტულ ფედერაციებს შეხვდნენ და შპს "საქართველოს სპორტული არბიტრაჟის" დაარსების შესახებ ისაუბრეს.

სპორტული არბიტრაჟი არის სპორტული დავების საარბიტრაჟო განხილვის დამოუკიდებელი, მუდმივმოქმედი ინსტიტუტი, რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონის "არბიტრაჟის შესახებ", კანონმდებლობის, დებულების და მისი დანართის შესაბამისად.

სპორტულ არბიტრაჟში განიხილება სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ასევე, საერთაშორისო ფედერაციების რეგულირების სფეროში შემავალ სუბიექტთა შორის წარმოქმნილი კერძო ხასიათის ქონებრივი დავები.

გამომდინარე იმ სამართლებრივი ურთიერთობებიდან, რაც რეგულირდება სპორტის შესახებ კანონმდებლობითა და
საერთაშორისო და ეროვნული ფედერაციების და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დაწესებული მარეგულირებელი ნორმებით, გარდა იმ დავებისა, რომელთა განხილვაც განეკუთვნება სხვა ორგანოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას.

სამინისტროს პრესსამსახური

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული