რომის ახალი, რიგით 266-ე პაპი არგენტინელი კარდინალი, ბუენოს-აირესის არქიეპისკოპოსი ხორხე მარიო ბერგოლიო გახდა.
ახალი პაპი 76 წლისაა. ის არის პირველი იეზუიტი პონტიფიკოსი. მან თვითონ აირჩია სახელი და ამიერიდან ის ფრანსისკ პირველი იქნება. ახალი პაპი წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მრავალათას მორწმუნეს უკვე მიესალმა.
ხმის მიცემა 12 მარტს უშედეგოდ დასრულდა და დღეს დილიდან განახლდა. ხმის მიცემის მეხუთე ცერემონიაზე კი კონკლავმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო. სიქსტის კაპელაზე თეთრი კვამლი თბილისის დროით, დაახლოებით 22:00 საათზე გამოჩნდა.
ხორხე