ეს ჩვენთან, თორემ 2008 წლიდან ანალოგიური შეჯიბრება მსოფლიოს სხვადასხვა ზამთრის კურორტზე ტარდება. გუდაურმა ახალი ექსტრემალურ-გასართობი შოუ მშვენივრად მოირგო და იქაური სპორტული ცხოვრება უფრო მეტად გაახალისა.
შეიძლება ჩვენი ექსტრემალების გამოსვლები ჯერ ვერ გაუტოლდეს ამ საქმეში უფრო გამოცდილების ოსტატობას, მაგრამ მონდომება, რომელიც ყველაფერში წარმატების თავიდათავია, ნამდვილად არ დაეწუნებათ; მეტიც - შესაშურია.
სწორედ მათმა ასეთმა მონდომებამ, შეიძლება ითქვას, თავგანწირვამაც კი, კრეატიულ და სახალისო კოსტიუმებში სამსაათიანმა
ტრამპლინიდან დაშვება და შემდეგ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტომა მართლაც რომ დიდ გამბედაობა-მამაცობას მოითხოვდა.
ვინ დაიმსახურებდა მთავარ ჯილდოს? აღტაცებულმა მაყურებელმა ყიჟინით მიიღო ცნობა, რომ საუკეთესოს სახელი წლევანდელ ივენთში წილად ხვდა გუნდს "ტრაგიკული ქორწინება", რომლის თავკაცი "მედიაპალიტრის" ჟურნალისტი, სპორტის თავგამოდებული ქომაგი ბექა პატურაშვილია.
ამ გუნდის წევრებს (INBOX-ის რჩეულები) სტამბულში დევიდ გეტას კონცერტზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. გამარჯვებულები გამოვლინდნენ აგრეთვე ცალკეულ ნომინაციებში, რომლებიც სპონსორების მიერ გამოყოფილი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
Video
გადახტი და გაიყინე - იღბლიანი ტრაგიკული ქორწილი
გადახტი და გაიყინე - იღბლიანი ტრაგიკული ქორწილი
თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"