ლინდსი ვონი და ტაიგერ ვუდსი ერთად არიან

AutoSharing Option
28 წლის ამერიკელმა მოთხილამურემ ლინდსი ვონმა დაადასტურა ჭორები იმის თაობაზე, რომ მას რომანი აქვს ლეგენდარულ გოლფისტთან, 37 წლის ტაიგერ ვუდსთან.

"ვფიქრობ, უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ მე ტაიგერ ვუდსს ვხვდები. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან უფრო ძლიერ გრძნობაში რამდენიმე თვის განმავლობაში გადაიზარდა და ამის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. მომავალში ამის შესახებ ლაპარაკს არ ვაპირებ. მინდა, ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი საკუთარ თავში, ჩემს ოჯახსა და მეგობრებში შევინახო. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის", - დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვონმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე ვუდსი შვედი მოდელის, ელინ
ნორდეგრენის
ქმარი იყო და მისგან ორი შვილი ჰყავს. 2009 წლის ნოემბერში პრესაში გამოქვეყნდა ინფორმაცია ტაიგერის სექსუალური თავგადასავლების შესახებ, რამაც უდიდესი სკანდალი და გოლფისტისა და მოდელის დაშორება გამოიწვია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგი და ტაიგერ ვუდსი ამერიკელთა ყველაზე საძულველი სპორტსმენები არიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული