ჟურნალ Vanity Fair-ის იტალიური ვერსია ფარდას ხდის "მილანის" ფორვარდის, მარიო ბალოტელის ბოლოდროინდელი წარმატებული თამაშის საიდუმლოს.
მარიომ "მანჩესტერ სიტის" დატოვების შემდეგ ათი გოლი გაიტანა და ამის მიზეზი ყოფილა...
22 წლის მოდელი ფანი ნეგუეშა. ამ ქალთან იტალიის ნაკრების თავდამსხმელი რამდენიმე თვის წინ შეამჩნიეს, ახლა კი Vanity Fair წერს, რომ მარიომ სწორედ ამ გამოცემის მეშვეობით აუხსნა სიყვარული ფანის.
"ფანი საკმაოდ მტკიცე ხასიათისაა და მასთან სიცოცხლის ბოლომდე დარჩენას ვისურვებდი. ფანის წყალობით ვიპოვე სიმშვიდე", - ამბობს ბალოტელი.
მარიომ ისიც გაამხილა, თუ როგორ
შენიღბული ჟოზე ლონდონში
"რეალის" დამრიგებელმა ჟოზე მოურინიომ ლონდონში სტუმრობას მოუხშირა. პორტუგალიელი სამშაბათს იყო ჩასული ბრიტანეთის დედაქალაქში ბრაზილიისა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე დასასწრებად.
ჟოზეს ძალიან უნდოდა, ფოტორეპორტიორებისთვის შეუმჩნეველი დარჩენილიყო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა.
ინგლისელი ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ ლონდონში ვიზიტები, საბოლოოდ, რომან აბრამოვიჩთან შეხვედრებით სრულდება.
"ჩელსის" მფლობელს პორტუგალიელის უკან დაბრუნება სურს. თან მოურინიომაც თქვა:
"მოვა დრო და მე ისევ გავწვრთნი "ჩელსის" ან რომელიმე სხვა კლუბს".
სერ ალექსის საყვარელი ღვინო
სერ ალექს ფერგიუსონის საყვარელი ღვინო ყოფილა ფრანგული 61 Petrus.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დამრიგებელს თავის კაბინეტში ყოველთვის აქვს ამ ღვინის რამდენიმე ბოთლი განსაკუთრებული სტუმრებისთვის.
სერ ალექსს ჰკითხეს - კრიშტიანო რონალდო ღვინის ბოთლი რომ იყოს, რომელ მარკას შეადარებდითო, რაზეც შოტლანდიელმა უპასუხა: 61 Petrus-ს.
ღვინის ეს მარკა ბორდოში იწარმოება შეზღუდული რაოდენობით და ერთი ბოთლის ფასი დაახლოებით ათი ათას ფუნტს უტოლდება.
ყველაზე ძველი აბონემენტი
მსოფლიოში ყველაზე ძველი საფეხბურთო აბონემენტი 1884 წლით თარიღდება.
ის ეკუთვნოდა ვინმე ლეონარდ მეტკალფს. ამ აბონემენტით ინგლისის "ბარნლის" საშინაო მატჩებზე დასწრება იყო შესაძლებელი.
სხვათა შორის, ლეონარდ მეტკლაფი თავად იყო "ბარნლის" მოთამაშე.
აბონემენტი საკუთარ სახლში იპოვა ლეონარდის 66 წლის შვილმა - დევიდ მეტკლაფმა და ის "ბარნლის" საკლუბო მუზეუმს გადასცა.
ვიზიტი დედოფალთან
ინგლისის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ბუკინგემის სასახლეში მიიღო ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ათლეტები და ორდენები გადასცა მათ.
მაგალითად, დედოფალთან აუდიენციის პატივი ხვდა წილად ველომრბოლელ ვიქტორია რენდლტონს, ტრიატლონისტ ალისტერ ბრაუნლის, პარალიმპიელ ჯოზეფ კრეიგს...
საინტერესოა, რომ დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდა ცნობილი დიზაინერი სტელა მაკარტნი, რომელმაც სპორტული ფორმა შეუკერა ბრიტანეთის ნაკრებს ლონდონის თამაშებისთვის.
მუნდიალის დაკარგული ვარსკვლავები
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი ტურის შემდეგ "დეილი მეილმა" შეადგინა იმ ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები, რომლებიც, შესაძლოა, 2014 წლის მუნდიალს დააკლდნენ. აი, როგორ გამოიყურება ეს თერთმეტეული:
პეტრ ჩეხი (ჩეხეთი)
ბრანისლავ ივანოვიჩი (სერბეთი)
პეპე (პორტუგალია)
დანიელ აგერი (დანია)
ფაბიო კოენტრაო (პორტუგალია)
კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია)
კვადვო ასამოა (განა)
კრისტიან ერიქსენი (დანია)
გარეტ ბეილი (უელსი)
ლუის სუარესი (ურუგვაი)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"