ჯუმბერ ლეჟავა ევრაზიას შემოუვლის

AutoSharing Option
მსოფლიო ველომოგზაური, გინესის მრავალგზის რეკორდსმენი ჯუმბერ ლეჟავა ახალ, რიგით მე-7 ლაშქრობას ევრაზიის ქვეყნების გავლით გეგმავს.

74 წლის მოგზაური გრძელ გზას 9 მაისს გაუდგება და ორი წლის განმავლობაში, თანმხლებ ჯგუფთან ერთად, 30 ათას კილომეტრზე მეტს დაფარავს.

ივარაუდება, რომ გზადაგზა 30-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე გავლისას 40 ათასამდე ველომოყვარული შეუერთდება და იმდენს გაივლიან, რამდენსაც შეძლებენ.

პროექტი, რომლის პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 7 აპრილს გაიმართა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ჩვენი და საზღვარგარეთის ქვეყნების სამინისტროების, უწყებებისა ცალკეული ფირმების მხარდაჭერით ხორციელდება.

თორნიკე გაჩეჩილაძე
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი კაცი! ერთხელ ხელი ჩამოვართვი და მივხვდი რა ძლიერი პიროვნებაა
Georgi
22:20 07-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული