გაზეთმა "ლელომ" მე-14 000 ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა

AutoSharing Option
ფოტო
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" მე-14 000 ნომრის გამოსვლასთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და თანამშრომლებმა ისაუბრეს გაზეთის ისტორიაზე; ასევე, გაიჭრა ტორტიც, რომელიც ლელოს ბურთით იყო მორთული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თენგიზ გაჩეჩილაძემ განუცხადა, "ლელოს" მთავარი პრინციპი არის ქართული სპორტის სამსახური.

"ლელო" არ არის მარტო ინფორმატორი, სტატისტიკოსი ან პროპაგანდისტი, "ლელო" ორგანიზატორიცაა. ჩვენი გაზეთი საქართველოში სპორტულ მოძრაობას აძლევს სტიმულს, ეხმარება მეთოდოლოგიის დაგეგმვაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, "ლელომ" ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციაც.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია; ჩვენთან
წერენ არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ექსპერტებიც, რომელთა ნაწერებზე სპეციალისტებიც კი იღებენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

რაც მთავარია, "ლელო" არის ქართული სპორტის მემატიანე. ჩვენი მუშაობის პრინციპი არის სამართლიანობა და ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი და უარი ვთქვით ხელოვნურად ინტრიგების შექმნაზე, რადგან სპორტი ჯანსაღი სფეროა", - აღნიშნა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა.

გაზეთი "ლელო" 1934 წლის შემდეგ გამოიცემა. თენგიზ გაჩეჩილაძე "ლელოს" მეექვსე რედაქტორია და ის გაზეთს 29 წელია, ხელმძღვანელობს.

"ლელოს" პირველი რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე იყო, ვის შემდეგაც გაზეთის რედაქტორები იყვნენ - ერემო მახარაძე, ირაკლი უგულავა, ანზორ ბასილაია და არჩილ გოგელია.

”ინტერპრესნიუსი”
მკითხველის კომენტარები / 2 /
Tanti auguri vecchio amore mio....Ti voglio bene....In bocca al lupo in futuro....
Salome
16:23 11-04-2013
0
რამდენი ხე განადგურდა ამ ლელოს გამო
მწვანე
17:48 11-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული