ღონისძიებაზე გაზეთის მთავარმა რედაქტორმა და თანამშრომლებმა ისაუბრეს გაზეთის ისტორიაზე; ასევე, გაიჭრა ტორტიც, რომელიც ლელოს ბურთით იყო მორთული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თენგიზ გაჩეჩილაძემ განუცხადა, "ლელოს" მთავარი პრინციპი არის ქართული სპორტის სამსახური.
"ლელო" არ არის მარტო ინფორმატორი, სტატისტიკოსი ან პროპაგანდისტი, "ლელო" ორგანიზატორიცაა. ჩვენი გაზეთი საქართველოში სპორტულ მოძრაობას აძლევს სტიმულს, ეხმარება მეთოდოლოგიის დაგეგმვაში", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, "ლელომ" ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, ასევე, სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაციაც.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია; ჩვენთან
რაც მთავარია, "ლელო" არის ქართული სპორტის მემატიანე. ჩვენი მუშაობის პრინციპი არის სამართლიანობა და ჩვენ არ ვართ ორიენტირებულნი და უარი ვთქვით ხელოვნურად ინტრიგების შექმნაზე, რადგან სპორტი ჯანსაღი სფეროა", - აღნიშნა გაზეთის მთავარმა რედაქტორმა.
გაზეთი "ლელო" 1934 წლის შემდეგ გამოიცემა. თენგიზ გაჩეჩილაძე "ლელოს" მეექვსე რედაქტორია და ის გაზეთს 29 წელია, ხელმძღვანელობს.
"ლელოს" პირველი რედაქტორი მიხეილ კაკაბაძე იყო, ვის შემდეგაც გაზეთის რედაქტორები იყვნენ - ერემო მახარაძე, ირაკლი უგულავა, ანზორ ბასილაია და არჩილ გოგელია.
”ინტერპრესნიუსი”