როდესაც ტაძარში "ბოევიკები" შეცვივდნენ, იკითხეს - ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზებისო. მამა ანდრიამ უპასუხა - მიწა ღვთისააო! ამის თქმა იყო და მოძალადეებმა ტყვია დაახალეს თავში. რუსი მეომრები გაოცებულნი დარჩნენ ანდრიას მამაცობით.
უმანკო ღვთისმსახური მამა ანდრია, იგივე პაატა ყურაშვილი, თავის დროზე სპორტსმენი იყო. ის ბაღდადში დაიბადა.
იქ ეზიარა ბერძნულ-რომაულ
მეტიც შეეძლო, მაგრამ აჭარაში, სხალთის მამათა მონასტერში ყოფნის და მოლოცვის შემდეგ არქიმანდრიტ დანიელის ხელდასმით იწყებს მსახურებას მღვდელ-მონაზვნად და სპორტში მეცადინეობაც აქ მთავრდება.
მამა ანდრიამ აფხაზეთის ომის დროს არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა. სვანებით დასახლებულ კამანში მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.
კამანის წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი აფხაზეთის ომამდე აღადგინა დიდებულმა აფხაზმა კაცმა იური ანუამ, რომელმაც არ მიატოვა მშობლიური სოფელი და სალოცავი. იგი მამა ანდრიასთან ერთად დახვდა ტაძარში მოძალადეებს. იური ანუა სასტიკად აწამეს და ისიც მოკლეს.
ამბობენ, რომ იური და მამა ანდრია ერთმანეთთან ახლოს არიან დაკრძალულები.
ვინც მამა ანდრია დახვრიტა, მან თურმე რამდენიმე დღეში მარჯვენა ხელი და ფეხი დაკარგა, მერე გარდაიცვალა კიდეც...
წმ. იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში ტყვეობაში მყოფმა იური ანუას შვილმა მანანამ მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ მისი სამოსი ჩაიცვა. ის მონაზონი ეგონათ და ასე გადაურჩა სიკვდილს...
ღვთისმსახური და სპორტსმენი მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი) 27 წლის ასაკში შეეწირა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლას.
ჭიდაობაში არაერთი მემორიალური ტურნირი იმართება. მამაცი წმინდანის, პაატა ყურაშვილის მემორიალიც თუ შეემატება ამ ტურნირებს, ვფიქრობთ, მადლიანი საქმე იქნება.
გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"