12 დაღუპული, 50 დაჭრილი - ბოსტონის სისხლიანი მარათონი [VIDEO]

AutoSharing Option
ორი აფეთქება მოხდა 15 აპრილს ბოსტონის სახელგანთქმული მარათონის ფინიშის ხაზთან. დაღუპულთა და დაზარალებულთა შესახებ ცნობები განსხვავებულია.

ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი და 23 დაიჭრა. გაზეთი "ნიუ იორკ პოსტი" სულ სხვა ცნობას აქვეყნებს - 12 დაღუპული და 50-მდე დაჭრილი.

აფეთქება იმ მომენტიდან სამი საათის შემდეგ მოხდა, როცა პირველმა მარათონელებმა გადაკვეთეს ფინიშის ხაზი.

ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 14 საათსა და 45 წუთზე, ზედ ფოტოფინიშის ხაზის გასწვრივ მოხდა. NBC-ის ინფორმაციით, ქალაქის ამ ნაწილში უამრავი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.

VideoSportall.Ge
აფეთქება ბოსტონის მარათონზე


"ბევრი ადამიანი
დაზარალდა", - განაცხადა მარათონის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჩრდილოკაროლინელმა ფრენკ დერიუიტერმა.

ინციდენტის ადგილას სასწრაფო მანქანების ეკიპაჟები და პოლიცია მუშაობს. მოწმეები ამბობენ, რომ ქუჩა დასახიჩრებული სხეულებით არის მოფენილი. "ტვიტერის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ინციდენტის ადგილას ვიღაცის მოგლეჯილი ფეხი ნახა.

აშშ-ის მთავრობას არ გააჩნია მომხდარის შესახებ სრული ინფორმაცია. ნიუ იორკში ანტიტერორისტული განყოფილება სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი.

ბოსტონის მარათონი 117-ედ ჩატარდა. მასში დაახლოებით 24 ათასმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული