ჩხუბის მიზეზი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში ფალკაოს კონფლიქტი გახდა გოგონებთან, რომელთაგან ერთ-ერთს სპორტსმენმა წაუთაქა კიდეც. ამ ყველაფერს სათვალთვალო ვიდეოკამერა აფიქსირებდა.
ინციდენტიდან გარკვეული დროის შემდეგ მაღაზიაში გოგონები ბიჭების ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ და ნამდვილი ჩხუბიც მაშინ გაჩაღდა. სპორტსმენები შენობაში თავდამსხმელებს გაუმკლავდნენ, თუმცა ქუჩაში გასულ ფალკაოს ერთ-ერთმა თავში ხის კეტი ჩასცხო, რის შედეგადაც სპორტსმენმა გონება დაკარგა და
მალე უგონოდ დაეცა ძირს მენიც, რომელსაც უკნიდან ჩაარტყეს.
აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელები ძირს გართხმულ სპორტსმენთა ცემას იქამდე აგრძელებდნენ, სანამ პოლიცია არ გამოჩნდა.
კაუი რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია, თავდამსხმელების დაკავების შესახებ კი არაფერია ცნობილი.
საგულისხმოა, რომ ფალკაო გოგონასთან ჩხუბისთვის ადრეც გახვეულა სკანდალში. 2010 წელს მას ბრალი ყოფილი შეყვარებულის ცემისთვის წაუყენეს.