ამერიკის ელჩმა სპორტი შეგვიქო

AutoSharing Option
30 ივლისს დიდი სტუმრიანობა იყო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში - ჯერ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნებს უმასპინძლა, მერე - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს.

ელჩის პირველი ნაცნობობა სეოკ-თან 23 ივნისს, ოლიმპიური გარბენისას შედგა, რომელშიც ამერიკელმა დიპლომატმა პირადად მიიღო მონაწილეობა.

სტუმარმა მეგობრული სიცილით მიიღო მადლობა, რომელიც ამისთვის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა გადაუხადა.

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკელ სტუმარს ისიც უთხრა, რომ თავისი პირველი დიდი გამარჯვება - 1982 წელს ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა მის მშობლიურ კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სპრინგსში მოიპოვა.

შეახსენა ასევე, რომ საქართველოს ოლიმპიური დებიუტიც დამოუკიდებელი ქვეყნის რანგში აშშ-ში, ატლანტაში შედგა 1996 წელს.

ხაბელოვმა ელჩს ისიც განუმარტა, რომ სეოკი მრავალი ქვეყნის ანალოგიურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და გამოთქვა სურვილი, გაღრმავდეს ურთიერთობა აშშ-სა და საქართველოს ეოკებს შორის.

"ჩვენი და თქვენი ქვეყნის სპორტის ბიუჯეტი ერთმანეთს ვერც შეედრება, მაგრამ სპორტული ტრადიციებით მართლაც მდიდრები ვართ"
- უთხრა სტუმარს ხაბელოვმა.

"ვიცი, რომ საქართველო დიდი სპორტული ტრადიციების ქვეყანაა. ისიც ვიცი, რომ 2015 წელს მნიშვნელოვან სპორტულ ღონისძიებას უნდა უმასპინძლოთ, რომელიც საყურადღებო შეჯიბრებაა.

ოლიმპიურ გარბენში მონაწილეობამ დამარწმუნა, რომ საქართველოში ოლიმპიურ სულისკვეთებას ბევრი ადამიანი იზიარებს.

მიხარია, რომ დღეს თქვენი კომიტეტის სტუმარი ვარ. ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს და სპორტშიც გგულშემატკივრობთ, გისურვებთ წარმატებებს"
- ეს უკვე რიჩარდ ნორლანდის სამადლობელი სიტყვებია.

შეხვედრის დასასრულს ელჩს ოლიმპიური მუზეუმიც დაათვალიერებინეს და "თბილისი-2015"-ის ემბლემით დამშვენებული სუვენირებით დაასაჩუქრეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტკობა არ იცის კრივის ფედერაციაში რები ხდება,კორუპირებული ვოვა ახალკაცი რომ დატოვეს,და მთავარ მრწვტნელად სირი და ზონდერი დათო წიკლაური რომ დანიშნეს. ლერი შენ მაინც გამოცდილი Xარ ზმაო, ერთი გადახედე რა ხდება კრივში.
moron
15:29 31-07-2013
0
მართალია ვოვა ახალკაცი თამაზ ტამაზაშვილის სახელს იკენებს,არადა ამ ახლხმა არ იციან ვოვა ახალკაცი რა კორუპირებული კაცია და თავისი ნაშიერი ზონდერი წიკლაური დათო დამგუპველი კრივის.კრივი არ დამარხოთ,ლერი გაინზერი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული