სასიამოვნო შოკი - მარიო ბალოტელი პიანინოზე უკრავს [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებისა და "მილანის" ფორვარდი მარიო ბალოტელი თურმე პიანინოზე უკრავს.

ამ ვიდეორგოლის ნახვამ ნამდვილად გაგვაოცა. ფეხბურთელი პიანინოზე უკრავს, ხოლო მის გვერდით ნაკრების თანაგუნდელი, ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველი ანდრეა პირლო დგას.

ბალოტელის სახელი სპორტულ წარმატებაზე, უფრო ხშირად ხმაურიან სკანდალებს უკავშირდება.

ალბათ გახსოვსთ, როგორ დაწვა მარიომ საკუთარი სახლი, რობერტო მანჩინის კი "მანჩესტერ სიტიში" თამაშის დროს ლამის შემოელახა და კიდევ ბევრი შემთხვევა არსებობს, ზოგი უწყინარი ხუმრობა იყო, ზოგიც არა და მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ გიჟური იდეებისა და ურჩობის გარდა,
იტალიელ ფეხბურთელს კლასიკური მუსიკა მოსწონს და თავადაც უკრავს ერთ-ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული