დღის სუპერგოგონა: რიკარდო მონტოლივოს "ცხელი" რჩეული [VIDEO]

AutoSharing Option
წყვილი "ფეხბურთელი+მოდელი" დღეს ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა თითოეული ასეთი დუეტი მაინც თავისებურად გამორჩეულია ხოლმე.

სწორედ ამას ამბობს კრისტინა დე პინი, "მილანისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველის, რიკარდო მონტოლივოს მეუღლე.

"რიკარდო ისეთი არატიპური ფეხბურთელია, რომლის მსგავსთან ურთიერთობა უწინ არასდროს მქონია", - თქვა ამას წინათ 33 წლის მომხიბვლელმა მოდელმა, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, რომელიც "მის იტალიის გრან-პრი 2005"-ის, "მის ფერარი 2002"-ისა და "მის VIP 2006"-ის ტიტულის მფლობელია.

რა იგულისხმა სიტყვა "არატიპურში" კრისტინამ, ვერ გეტყვით. ისე კი, კარგა ხანია, რაც რიკარდო და კრისტინა თანაცხოვრებით ტკბებიან. ამ
ზაფხულს კი წყვილმა სულაც წყნარი ოკეანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე აღდგომის კუნძულზე დაისვენა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე შორეულ დასახლებულ კუნძულად მიიჩნევა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული