ფოტო-NEWS: მაიკლ ჯორდანს ჩატენვა არ დავიწყებია

AutoSharing Option
ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა დაამტკიცა, რომ 50 წლის ასაკშიც შესანიშნავ სპორტულ ფორმაში იმყოფება.

ყოველწლიური საკალათბურთო ბანაკის დროს, რომელსაც ლეგენდა კალიფორნიის უნივერსიტეტში მართავს, "შარლოტ ბობკეტსის" მფლობელმა ახალგაზრდებს რამდენიმე დანკი უჩვენა, თანაც არა საკალათბურთო ფორმაში, არამედ ყოველდღიურ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი.

ფოტო-NEWS: როჯერმა დეზირე მოიშორა
შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო, რომლის მთავარი ლოტი იყო ძროხა - სახელად დეზირე. ცხოველი ლეგენდარულ მოთამაშეს ცოტა ხნის წინ, შვეიცარიის ქალაქ გშტაადში გამართული ტურნირის დროს აჩუქეს.

აუქციონის შედეგების მიხედვით, ძროხაში დაახლოებით 4 320 დოლარი
გადაიხადეს. მიღებული თანხა ფედერერის საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა კარიერაში მეორედ მიიღო გშტაადის ტურნირის ორგანიზატორებისგან ძროხა - 2003 წელს, როჯერის საჩუქარს ჯულიეტა ერქვა.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფოტო-NEWS: მარია შარაპოვამ ფოტოსესიისთვის მოიცალა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული