იტალიელი მძლეოსანი დოპინგ-ტესტზე ხელოვნური პენისით წარსდგა

AutoSharing Option
მძლეოსანი დევის ლიჩარდი იტალიის ოლიმპიურ კომიტეტშია დაბარებული, სადაც მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა დოპინგ-კონტროლის სამსახურის ერთობ უცნაური მეთოდით შეცდომაში შეყვანის გამო.

ამ მორბენალს შარდის ანალიზის ჩაბარების დროს ხელოვნური პენისის გამოყენება და ტესტის გაყალბება ბრალდება.

როგორც ირკვევა, იტალიელმა ათლეტმა ხელოვნური პენისი "სუფთა" შარდით წინასწარ აავსო, რომელიც აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა. ჰოდა, ათკილომეტრიან დისტანციაზე სირბილის შემდეგ დოპინგ-ტესტზე მის გამოყენებას შეეცადა.

საერთოდ, ლიჩარდი დიდი ვერაფერი მორბენალი ყოფილა - მაგალითად, წინა მარათონში, რომელიც როვერეტოში 5000 მ დისტანციაზე გამართულა, ბოლო ადგილი დაუკავებია და ალბათ, შედეგების რადიკალურად გაუმჯობესება
აკრძალული პრეპარატებითა და ასეთი ხრიკით განიზრახა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
რავა გაგხარებიატ???
მ.
22:10 20-08-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული