რონალდოს საქართველოში ჩამოსვლის შეეშინდა - რას ყვება ირინა შეიკის ქართველი მეგობარი

AutoSharing Option
გასულ ზაფხულს თბილისს ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო და მისი მეგობარი მოდელი ირინა შეიკი სტუმრობდნენ. ისინი თბილისის და მოსკოვის "დინამოების" ამხანაგურ მატჩს დაესწრნენ.

კრისტიანო საქართველოში ირინა შეიკის დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდა, თავად ირინა კი, დიდი ხანია, ქართულ სამზარეულოზეა შეყვარებული. მას ქართველი მეგობარი, მოსკოვში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფია ქართულ სადილებს ხშირად თავადვე უმზადებს.

"კვირის პალიტრა" მამუკა ფიფიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

- როგორ გაიცანით ირინა შეიკი?
- ირა გავიცანი მოსკოვში. 2006 წელს "მის ჩელიაბინსკი"" გახდა. ცოტა ხანი იქ მუშაობდა. მერე მოსკოვში ჩამოვიდა. აქ რომ
დაინახეს, ყველა სააგენტო გაგიჟდა, ისე მოეწონათ. სწორედ მაშინ დავმეგობრდით.

- როგორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალი ცხოვრებაში, მეგობრებთან და როგორ ატარებს დროს?
- ცხოვრებაში ისეთივე ლამაზია, როგორიც ჟურნალსა და ტელეეკრანზე. რაც შეეხება მის ადამიანურ თვისებებს, ერთგული მეგობარი და უბრალო გოგონაა. როდესაც ერთად ვიკრიბებით, სადაც არ უნდა ვიყოთ, მაგრად ვერთობით.

Sportall.Ge

მაგალითად, ბოლოს მადრიდში რონალდოს დაბადების დღეზე ვიყავით. დიდებულად მიმიღეს, კარგი პატივი მცეს. ღამე მომშივდა, ორი თუ სამი საათი იყო, ყველას ეძინა. რონალდომ მაცივარი გააღო და ვივახშმეთ.

ვფიქრობდი, მის დაბადების დღეზე რომ მივდიოდი, მთელი ესპანეთის და პორტუგალიის შოუბიზნესის ვარსკვლავები და ფეხბურთელები იქნებოდნენ. მარტო პეპე ყავდა ბავშვთან ერთად, მაგარი ძმაკაცები არიან. დანარჩენი სტუმრები დები, ძმები, დისშვილები, ძმისშვილები იყვნენ. ძალიან უბრალო და კარგი ბიჭია, სტუმართმოყვარე, მაგრამ ირა არის წყვილში წამყვანი.

- ჩვენ ვნახეთ ფოტო, სადაც სადილს უმზადებთ ირინას, ის გვერდით გიდგათ. რას უმზადებთ, რა სადილი უყვარს?
- ასეთი ფოტო ბევრია. ირა "გიჟდება" ჩვენს სამზარეულოზე. ძალიან უყვარს ჩვენებური სალათი, სულგუნი, ლავაში, წიწილა და ხინკალი. თბილისში რომ ვიყავით, რესტორანში წავედით და ყველაფერი გავსინჯეთ.

- საქართველოში ვიზიტით კმაყოფილი დარჩა?
- კი, ხალხი და ქვეყანაც ძალიან მოეწონა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც რონალდო და ირა საქართველოში დაპატიჟა. მაშინ ირამ მე დამირეკა, რომანს იცნობო? კრიშტიანო დაპატიჟა საქართველოში და ეშინია წასვლაო. იმ პირობით წავალთ, თუ შენც წამოხვალო.

მე ჩემი საქმეები მქონდა, მაგრამ უარი ვერ ვუთხარი და წამოვედი...

იხილეთ სრული სტატია

ზაზა გიგაური (სპეციალურად საიტისთვის)
www.kvirispalitra.ge

ასევე იხილეთ:
ირინა შეიკი "დინამო არენაზე" უხერხულ პოზაში დააფიქსირეს [ფოტოგალერეა]
დინამო (თბ)-დინამო (მ) 1:1 - საფეხბურთო მშვიდობა [VIDEO]
კრიშტიანო რონალდომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემია გახსნა [VIDEO]

TimeLine: ისე უნდა შეჭამო, რომ წვენი არ დაიქცეს [VIDEO]
ირინა შეიკი პროექტ "ბუნებრივ სილამაზეში" სრულიად გაშიშვლდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული