მოედანზე გასულმა არასდროს იცი, ვინ, სად და როდის ჩაგიდგამს ფეხს ცუდად, ჩაგარტყამს, გამოგდებს უკნიდან მუხანათურ სარმას... ზოგჯერ კი, მეტოქემაც რომ სულ არაფერი გავნოს, შეიძლება თავად დადგა უნებურად ფეხი ცუდად და გადაგიბრუნდეს კოჭი...
მოკლედ, ეშმაკს არ სძინავს.
მაგრამ ფეხბურთში მხოლოდ მოთამაშეები არ არიან საფრთხის ქვეშ. თურმე, მატჩის დროს გუნდის მასაჟისტმაც შეიძლება ტრავმა მიიღოს და აქეთ გახდეს საშველი.
მსგავსი კურიოზული ამბავი ბრაზილიის ჩემპიონატში მოხდა და ინტერნეტში ამის ამსახველი ვიდეორგოლიც გავრცელდა, რომელიც ვფიქრობთ,