TimeLine: ორეულები

AutoSharing Option
რუბრიკა "ტაიმლაინის" მომდევნო გამოშვებას უკვე 2014 წელს წაიკითხავთ. 2013-ის ბოლო "ტაიმლაინში" კი გადავწყვიტეთ, 12 თვის განმავლობაში ჩვენი ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული ყველაზე საინტერესო სურათები ამოგვეკრიბა.

ოღონდ დღევანდელ გვერდში ის ფოტოები მოხვდა, რომლებსაც ორეულები აღმოაჩნდა.

სურათი N1
პატარაობაში ქართველთა უმეტესობას მოუსინჯავს ძალები ცეკვის ეროვნულ სახეობებში. ზოგი ფეხბურთელი გამოსულა, ზოგიც ხელბურთელი...

სურათი N2
Sportall.Ge
სცენა საქართველო-ჰოლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებების მატჩიდან. სცენა "გედების ტბიდან".

სურათი N3
Sportall.Ge
საქართველოს ჩემპიონატის ფინალი: ხელები მაღლა! მეორე მსოფლიო ომი: - ჰენდე ჰოხ!

სურათი N4
Sportall.Ge
კბენა, ღრენა არ იყოს...

სურათი N5
Sportall.Ge
ამიერიდან ბავშვებიც
ხალისით ივლიან ფეხბურთზე. სტადიონზეც ხომ ზუსტად ისეთი სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, როგორიც პოპულარულ მულტსერიალ "მაშა და დათვში".

სურათი N6
Sportall.Ge
ეთნოგრაფ ვერა ბარდაველიძის აზრით, "ხორუმი" უძველესი ქართული ცეკვაა, რომელიც წმინდა ხის გარშემო სრულდებოდა. ცნობილმა ფრანგმა მხატვარმა ანრი მატისმა ხორუმში მოცეკვავეები პრიმიტიულად გამოხატა და ნაშრომი უმალ იქცა შედევრად.

ქართველი სპორტსმენები კი არც იატაკზე ერიდებიან ცეკვის ამ სახეობის შესრულებას და არც წყალში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული