1-ელ თებერვალს ჟურნალ "ლელო week"-ის ახალი ნომერი გამოვა

AutoSharing Option
შაბათს, 1-ელ თებერვალს გამოვა ჟურნალ "ლელო week"-ის მე-8 ნომერი, რომელშიც წაიკითხავთ:

ერთი კვირის მოვლენების ტრადიციულ მიმოხილვას;

შემოგთავაზებთ რუბრიკის პრემიერას - "პორტრეტი", რომელსაც სპეციალურად "ლელო week"-ისთვის აშშ-იდან კონსტანტინე გოგიშვილი წარმოგიდგენთ.

რუბრიკით - "დაკარგული თაობა", წაიკითხავთ ინტერვიუს ახლო წარსულის ქართული ფეხბურთის ვარსკვლავ გიორგი ქინქლაძესთან;

სოჭის ზამთრის ოლიმპიადას ეძღვნება 4 გვერდი, რომელშიც ზამთრის თამაშებში ქართველი სპორტსმენების გამოსვლის ისტორიას გაეცნობით. იქვე, ცალკე მოგითხრობთ ელენე გედევანიშვილზე;

დაგაინტერესებთ ტრადიციული დაპირისპირება მსოფლიო ფეხბურთის ორ გიგანტს - დიეგო მარადონასა და პელეს შორის;

რუბრიკით - "სახელები", გთავაზობთ ინტერვიუს სახელგანთქმულ
მწვრთნელ ლევან მოსეშვილთან;

წაიკითხავთ ინტერვიუს NBA-ს ვარსკვლავ ლებრონ ჯეიმსთან;

ასევე, მოგითხრობთ ავსტრალიის ღია პირველობის გმირ ქალებზე - ეჟენ ბუშარსა და დომინიკა ციბულკოვაზე და სხვა...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული