არგენტინელ ვარსკვლავთან თანამშრომლობა ბრენდისთვის კამპანია "ფოლადის ხასიათის" შემადგენელი ნაწილია. მესის გარდა, "ჯილეტმა" კონტრაქტი სხვა ვარსკვლავებთან - "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტთან, "ბაიერნის" ფორვარდ ტომას მიულერთან, "ჩელსის" ჰავბეკ ოსკარსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ჩიჩარიტოსთანაც გააფორმა.
"ჯილეტმა" სამართებლის ახალი ხაზი დააანონსა, რომელსაც სარეკლამო კლიპი მიუძღვნა. მასში, მესისთან ერთად, "დიდი სლემის" მოგებული ტურნირების რაოდენობის მხრივ რეკორდსმენი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი
კლიპში ფედერერმა თავი სუმოსა და ფეხბურთში მოსინჯა, მესიმ კი ჰოკეისტის ციგურები მოირგო და ჩოგანი მოიმარჯვა.