ლიონელ მესი ჰოკეისტი გახდა, როჯერ ფედერერი - სუმოისტი [VIDEO]

AutoSharing Option
კომპანია Gillette-მა 2 თებერვალს ბარსელონაში თავისი ახალი საერთაშორისო ელჩი წარადგინა - ის "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესია. ამავდროულად, კომპანია მესის საქველმოქმედო ფონდის პარტნიორიც გახდა.

არგენტინელ ვარსკვლავთან თანამშრომლობა ბრენდისთვის კამპანია "ფოლადის ხასიათის" შემადგენელი ნაწილია. მესის გარდა, "ჯილეტმა" კონტრაქტი სხვა ვარსკვლავებთან - "მანჩესტერ სიტის" მეკარე ჯო ჰარტთან, "ბაიერნის" ფორვარდ ტომას მიულერთან, "ჩელსის" ჰავბეკ ოსკარსა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ჩიჩარიტოსთანაც გააფორმა.

"ჯილეტმა" სამართებლის ახალი ხაზი დააანონსა, რომელსაც სარეკლამო კლიპი მიუძღვნა. მასში, მესისთან ერთად, "დიდი სლემის" მოგებული ტურნირების რაოდენობის მხრივ რეკორდსმენი, შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი
მონაწილეობს.

კლიპში ფედერერმა თავი სუმოსა და ფეხბურთში მოსინჯა, მესიმ კი ჰოკეისტის ციგურები მოირგო და ჩოგანი მოიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული