ასპარეზობაში თბილისის 16 სკოლა მიიღებს მონაწილეობას.
ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა ოჯახების შემწეობის ფონდი და ბანკი "პრივატბანკი" (საქართველო), რომლებიც საპრიზო ადგილებზე გასულ გუნდების დაჯილდოებას უზრუნველყოფენ. ტურნირის პარტნიორია "კაპტო ჯგუფი".
ტურნირის დასასრულს მემორიალური დაფის გახსნაა დაგეგმილი.
სასკოლო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, გია ბეგიაშვილის თქმით, ღონისძიების მიზანია მოსწავლეებში პატრიოტული ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციისათვის
ფედერაციის კალენდარში შესულია ფეხბურთის, ხელბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სასკოლო ლიგები; ასევე - ჭადრაკის, ჭიდაობის, აღმოსავლური ორთაბრძოლებისა და ბადმინტონის ქალაქის ღია პირველობები მოსწავლეებს შორის.
ახლახან დამთავრდა ქალაქის ღია პირველობა მაგიდის ჩოგბურთში, რომელიც თბილისის №84 საჯარო სკოლაში გაიმართა. მასში მონაწილეობას ორმოცდაათამდე სკოლა იღებდა.
ფედერაციისათვის სამუშაო წელიწადი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მთავრდება. იმ დროისათვის, ისევე, როგორც შარშან, დაგეგმილია, რუსთაველის გამზირზე "აქტიური მოქალაქის ამანათრბენი" გაიმართოს.
საქართველოს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია
ასევე იხილეთ:
სასკოლო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში - 46 გუნდი, 280 მონაწილე