ამ ორგანიზაციის გოგონების აზრით, უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ. საკუთარი პროტესტის გამოხატვა აქტივისტებმა ჩემპიონატის თილისმების - სლავეკისა და სლავკოს ფოტო-პაროდიის შექმნით გადაწყვიტეს[იხილეთ ფოტოგალერეა].
- მრავალ ქვეყანაში მსგავსი ტურნირების წინ პროსტიტუციის ლეგალიზებას ახდენენ და სამწუხაროდ, მსგავსი სურვილი უკრაინელ ჩინოვნიკებსაც აქვთ, - განაცხადა "ფემინას" აქტივისტმა ალექსანდრა შევჩენკომ. - პროსტიტუციის ლეგალიზებით პრობლემა სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში უკვე შეიქმნა და არ გვინდა, იგივე
ალექსანდრას თქმით, უამრავი გულშემატკივრისთვის მთავარი გამოთრობა, ფეხბურთის ყურება და შემდეგ სექსია.
- ჩვენ კი გვინდა, უკრაინაში მყოფმა ფანატებმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვისაც მოიცალონ. ამასთან, ჩვენ იმ გულუბრყვილო უკრაინელი გოგონების დაცვაც გვსურს, რომლებიც მართალია, მეძავები არ არიან, მაგრამ საზღვარგარეთ გათხოვებაზე ოცნებობენ და მზად არიან, "უცხოელ პრინცებს" სიხარულით დანებდნენ. როგორც წესი, შემდეგ ასეთი გოგონები რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ხოლმე, უკრაინას კი სახელი უტყდება, - ამბობს ალექსანდრა.
აქტივისტებს თავად ევროპის ჩემპიონატის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მიიჩნევენ, რომ ტურნირი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას წაადგება.