უკრაინელი გოგონები: შორს პროსტიტუცია ფეხბურთისგან!

AutoSharing Option
ფოტო
უკრაინული მოძრაობა "ფემინას" აქტივისტებმა ფოტოსესია ჩაატარეს, რითაც საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებზე პროსტიტუციის პრობლემისადმი საზოგადოების ყურადღების გამახვილება სცადეს.

ამ ორგანიზაციის გოგონების აზრით, უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე არაფერი ესაქმებათ. საკუთარი პროტესტის გამოხატვა აქტივისტებმა ჩემპიონატის თილისმების - სლავეკისა და სლავკოს ფოტო-პაროდიის შექმნით გადაწყვიტეს[იხილეთ ფოტოგალერეა].

- მრავალ ქვეყანაში მსგავსი ტურნირების წინ პროსტიტუციის ლეგალიზებას ახდენენ და სამწუხაროდ, მსგავსი სურვილი უკრაინელ ჩინოვნიკებსაც აქვთ, - განაცხადა "ფემინას" აქტივისტმა ალექსანდრა შევჩენკომ. - პროსტიტუციის ლეგალიზებით პრობლემა სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში უკვე შეიქმნა და არ გვინდა, იგივე
უკრაინაშიც განმეორდეს. თანაც, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რა არის სექს-ტურიზმი.

ალექსანდრას თქმით, უამრავი გულშემატკივრისთვის მთავარი გამოთრობა, ფეხბურთის ყურება და შემდეგ სექსია.

- ჩვენ კი გვინდა, უკრაინაში მყოფმა ფანატებმა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისთვისაც მოიცალონ. ამასთან, ჩვენ იმ გულუბრყვილო უკრაინელი გოგონების დაცვაც გვსურს, რომლებიც მართალია, მეძავები არ არიან, მაგრამ საზღვარგარეთ გათხოვებაზე ოცნებობენ და მზად არიან, "უცხოელ პრინცებს" სიხარულით დანებდნენ. როგორც წესი, შემდეგ ასეთი გოგონები რთულ ვითარებაში აღმოჩნდებიან ხოლმე, უკრაინას კი სახელი უტყდება, - ამბობს ალექსანდრა. 

აქტივისტებს თავად ევროპის ჩემპიონატის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ და მიიჩნევენ, რომ ტურნირი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას წაადგება.


მკითხველის კომენტარები / 1 /
ნათქვამია ბოროტებას ბოროტებით ვერ დაამარცხებო, ასევე ბოზობას ვერ დაამარცხებ ბოზობით
zizi
23:02 07-12-2010
0

სიახლეები პოპულარული