პუტინი კიმონოში

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი სანკტ-პეტერბურგში ფიზკულტურულ გამაჯანსაღებელ კომპლექს "მასკოვსკის" ესტუმრა. კომპლექსის დათვალიერების შემდეგ მთავრობის თავმჯდომარემ კიმონო ჩაიცვა და სპორტული ორთაბრძოლების, ძიუდოს და სამბოს გუნდების ერთობლივ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.

ჩემპიონებთან ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად. მთავრობის თავმჯდომარე გარბენში მონაწილეობს და წრეებს ურტყამს მიმდინარე წელს ძიუდოს მსოფლიო პირველობის გამარჯვებულებთან - არსენ გალსტიანთან, კირილ დენისოვთან და თეა დონღუზაშვილითან ერთად. მაგრამ რუსეთის სპორტული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი პუტინს სიტყვას აწევს, რომ ნახევარსაათიანი გახურებით საქმე არ მთავრდება.

პუტინის სპარინგ-პარტნიორები ამჯერად ევროპის და მსოფლიოს
ჩემპიონები ევგენი სტანევი და არსენ გალსტიანი გახდნენ. სპორტკომპლექს "მასკოვსკიში" ერთდროულად რამდენიმე სახეობის ორთაბრძოლის  - თავისუფალი სტილით ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის, ძიუდოს და სამბოს რუსეთის ნაკრებების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

"აქ ნამდვილი ინტერნაციონალი გვაქვს - ქართველები, აფხაზები, ოსები, ციმბირელები, პეტერბურგელები, სმოლენსკელები. ყველა ერთად ერთი მიზნისთვის მუშაობს. ეს რუსეთის ინტერესებისთვის ხდება, თქვენ ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, ჩვენ გგულშემატკივრობთ და ყოველთვის გვაქვს თქვენი გამარჯვების იმედი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

სპორტის ოსტატ პუტინის მეტოქე ვარჯიშზე რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი იტალიელი ენცო გამბა გახდა. ის უახლოეს ოლიმპიადაზე, 2012 წელს, გუნდთან ერთად 4-5 საპრიზო ადგილის მოპოვებას გეგმავს.

"ლონდონი ახლოვდება. საჭიროა საწვრთნელი ბაზა, მატერიალური და სამედიცინო უზრუნველყოფა... ვიცით, რაც არის თანამედროვე სპორტი, აქ ყველა ამ კომპონენტის სრულყოფა აუცილებელია", - აღნიშნა პუტინმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული