ჩემპიონებთან ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად. მთავრობის თავმჯდომარე გარბენში მონაწილეობს და წრეებს ურტყამს მიმდინარე წელს ძიუდოს მსოფლიო პირველობის გამარჯვებულებთან - არსენ გალსტიანთან, კირილ დენისოვთან და თეა დონღუზაშვილითან ერთად. მაგრამ რუსეთის სპორტული ორთაბრძოლების ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი პუტინს სიტყვას აწევს, რომ ნახევარსაათიანი გახურებით საქმე არ მთავრდება.
პუტინის სპარინგ-პარტნიორები ამჯერად ევროპის და მსოფლიოს
"აქ ნამდვილი ინტერნაციონალი გვაქვს - ქართველები, აფხაზები, ოსები, ციმბირელები, პეტერბურგელები, სმოლენსკელები. ყველა ერთად ერთი მიზნისთვის მუშაობს. ეს რუსეთის ინტერესებისთვის ხდება, თქვენ ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ, ჩვენ გგულშემატკივრობთ და ყოველთვის გვაქვს თქვენი გამარჯვების იმედი", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
სპორტის ოსტატ პუტინის მეტოქე ვარჯიშზე რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი იტალიელი ენცო გამბა გახდა. ის უახლოეს ოლიმპიადაზე, 2012 წელს, გუნდთან ერთად 4-5 საპრიზო ადგილის მოპოვებას გეგმავს.
"ლონდონი ახლოვდება. საჭიროა საწვრთნელი ბაზა, მატერიალური და სამედიცინო უზრუნველყოფა... ვიცით, რაც არის თანამედროვე სპორტი, აქ ყველა ამ კომპონენტის სრულყოფა აუცილებელია", - აღნიშნა პუტინმა.