TimeLine: ასეთია ქართული რეალობა

AutoSharing Option
სამტრედია. 2 ნოემბერი. არბიტრები მერანი-შუქურას მატჩზე გადიან

არ დალაგდა ქვეყანა, რომ სპორტიც დალაგდეს და იმ რელსებზე გადავიდეს, დასავლეთში რომ არის.

ხან რევოლუცია, ხან მტრის ურდოს შემოსევა, ხან შიდაპოლიტიკური გარჩევები... სწორედ ეს უშლის ქართული მატარებლის სწორი მიმართულებით სიარულს ხელს.

არ გაინტერესებთ ხალხის აზრი? თუნდაც სპორტსმენების აზრი? - მათ მხოლოდ სათანადო პირობები სჭირდებათ განვითარებისთვის, პროფესიონალიზმი უნდათ. თუმცა არის საამისო პირობები?

მოვუსმინოთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრ ბექა წივწივაძეს, რომელმაც საკუთარ "ფეისბუქზე" მეტად საინტერესო ამბავი დაწერა:

"მოკლედ, თამაში უნდა დაიწყოს...

მაგრამ გადაიდო ნახევარი საათით,
ტაბლო გაფუჭდა. როგორც იქნა, გააკეთეს და მოედანზე გავედით, მაგრამ შუა თამაშისას დარბაზში კარი გაიღო და მოედანზე ორმა ბავშვმა შემოაბიჯა...
მსაჯმა მატჩი გააჩერა და დაიყვირა: კარი დაკეტე შე შობელძაღლო! კინაღამ კარს დაეჯახა ის უბედური...

სამწუხაროდ თამაში წავაგეთ. გასახდელში დაღლილი ჩავედი. შეიკრიბა მთელი გუნდი და როგორც ყველა ნორმალურ გუნდში ხდება, მწვრთნელმა მატჩის განხილვა დაიწყო. გვიხსნიდა, რა შეცდომები გვქონდა და...

ამ დროს გასახდელის კარი ორმა 40-50 წლის მამაკაცმა შემოაღო და ისე ჩაგვიარა, არც შეგვიმჩნია...

P.S. ეს ქართული რეალობაა და, სავარაუდოდ, დიდი ხანი არაფერი გვეშველება".

როგორც ხედავთ, ბექამ პოსტსკრიპტუმის სახით საკუთარი კომენტარი იქვე დააფიქსირა. ვითომ, მართლა არაფერი გვეშველება? რომელ შველაზეა ლაპარაკი, როცა კლუბების უმეტესობას საკუთარი სავარჯიშო დარბაზი არა აქვს.

არც საბავშვო სკოლები აქვს და მოულოდნელად, დაფინანსება რომ შეუწყდეს, ისევე უკვალოდ გაქრება, როგორც ჰაერში გაშვებული გაზით გაბერილი ბუშტი.

ამ მხრივ ფეხბურთში გაცილებით უკეთესი სიტუაციაა, გუნდების უმეტესობას საკუთარი სავარჯიშო თუ სათამაშო მოედანი, საკუთარი ბაზა აქვს. სწორედ ამიტომ გაზარდა ფეხბურთის ფედერაციამ ჩემპიონატის გუნდების რაოდენობა 16-მდე. თუ არის ბაზა, უნდა იყოს გუნდიც!

თუმცა მივიღეთ საინტერესო ურთიერთკავშირი - როგორი ბაზაც აქვთ, ისეთივე გუნდებია.

რატომღაც, მგონია, რომ სახელმწიფოს მიერ ბოძებული ფულით ჯერ ბაზები და სტადიონები უნდა მოწესრიგებულიყო, გამართულიყო საკლუბო სისტემა და ამის შემდეგ დამდგარიყო დღის წესრიგში ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდა.

ასეთ შემთხვევაში კურიოზულ სურათს ნამდვილად არ მივიღებდით. რა სურათს? აი, ისეთს, ამ პუბლიკაციას რომ ერთვის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა საჭირო ამდენი გუნდები. სახელმწიფომ თითო რეგიონებს თითო კაი გუნდა შეაქმნევინოს და დაუფინანსოს. მეტს მაინც ვერ ქაჩავენ დაფინანსებას
zura
21:40 09-11-2014
0
სანამ პოფესიონალები არ იქნებიან სპორტის სფეროში არაფერი გამოვა
გიორგი
17:48 09-11-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული